სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თამამად ვუსწორებთ თვალს ყველა სიახლეს, ახალ გამოწვევას“ - ოზურგეთის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო
15-09-2022
-
+


ოზურგეთის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

სკოლის დირექტორმა და მასწავლებლებმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული წელი უსურვეს. პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ, მათთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოები და კომპიუტერები. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით აღიმართა სახელმწიფო დროშა.

პედაგოგებმა ასევე მოსწავლეებს სპეციალურად ამ დღისთვის მორთული საკლასო ოთახები დაახვედრეს და სასწავლო გარემო გაუხალისეს და გაულამაზეს. 

სკოლის დირექცია მთელ სასკოლო საზოგადოებას, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს სწავლის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავს. 

„მოგესალმებით და გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველას - მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი თითოეული ჩვენგანისათვის. განსაკუთრებით ვეფერებით და ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველად, ჩვენი სკოლის კარს შემოაღებენ, რათა სრულყოფილი ცოდნა სწორედ აქ მიიღონ. ამ ცოდნით კი, როცა დაფრთიანდებიან, ჩვენს ქვეყანას ემსახურონ და ღირსეული მამულიშვილობა გაუწიონ სამშობლოს.

ჩვენს წარმატებებში მნიშვნელოვანი წვლილი თქვენ მიგიძღვით, ძვირფასო მშობლებო, თქვენი ნდობა და მხარდაჭერა გვეხმარება ყოველგვარი სიახლის დანერგვაში. ამიტომაცაა, რომ სკოლა ფეხს უწყობს ქვეყნის საგანმანათლებლო სტრატეგიას და პრიორიტეტულ მიმართულებებს. ამასთან ერთად, ვითვალისწინებთ ჩვენი მოსწავლეების ინტერესთა სფეროს, მათ სურვილებსა და მისწრაფებებს, თამამად ვუსწორებთ თვალს ყველა სიახლეს, ყველა ახალ გამოწვევას. მადლობა ამისათვის ჩვენს მასწავლებლებს! ნაყოფიერ და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!“, - ვკითხულობთ დირექციის მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ წელს სასწავლო პროცესი გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე განახლდა.

ოზურგეთის N3 საჯარო სკოლა ჯანსაღი და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველსაყოფად საჭირო რესურსებითა და ინვენტარით არის აღჭურვილი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება