სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ინტელექტ-ჩემპიონატმა წარმატებისკენ სწრაფვას მიმაჩვია“, - „ფოთის ეტალონი მოსწავლე“
03-04-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება. ამჯერად „ფოთის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ფოთის N2 საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას ფოთის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა წარმომადგენელი ნინო ჯაკონია, რესურსცენტრის უფროსი გოჩა ქორქია, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

„ფოთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს დაეუფლა ფოთის N15 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლევან გორგაძე.

როგორც ლევანი აღნიშნავს, ინტელექტ-ჩემპიონატმა წარმატებისკენ სწრაფვას მიაჩვია:

„ეტალონმა“ ცოდნის წარმოჩენა მასწავლა, წარმატებისკენ სწრაფვას მიმაჩვია და მეტად თავდაჯერებული გამხადა. მადლობა პროექტს მოცემული შანსისთვის.“

ფოთის მერის მოადგილის გიორგი ფარეშიშვილის თქმით, მისასალმებელია „ეტალონის“ ღვაწლი ახალგზარდებში სახელმწიფოებრივი აზროვნების ფორმირების კუთხით:

„ჩვენი ხვალინდელი დღე განათლებულ მომავალ თაობაზეა დამოკიდებული. ნამდვილად მისასალმებელია „ეტალონის“ ღვაწლი ჩვენს ბავშვებში სახელმწიფოებრივი აზროვნების ფორმირებისა და განათლების წახალისების კუთხით. იმედია, პროექტის მონაწილეები თავიანთი ცოდნითა და წარმატებით სამშობლოს გამოადგებიან.“

ფოთის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელი ნინო ჯაკონია ინტელექტ-ჩემპიონატს წარმატებებს უსურვებს:

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღევანდელი სიხარულის თანაზიარი გავხდი. არ შემიძლია, ამ ეროვნულ და საგანმანათლებლო პროექტს ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს არ ვუმადლოდე. კიდევ დიდხანს უნდა იყოს „ეტალონი,“ ჩვენი შვილების წარმატებისთვის და გულის გასახარად.“

ფოთის რესურსცენტრის უფროსი გოჩა ქორქია მოხარულია „ეტალონის“ მასპინძლობით და მადლობას უხდის პროექტს გაწეული შრომისთვის:                                                     

„ეტალონი“ ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ჩვენს ქვეყანას სახელმწიფოებრივი აზროვნების მქონე, ლოგიკურად მოაზროვნე და წარმატებისკენ ორიენტირებულ თაობას უზრდის, თაობას, რომელმაც სამშობლოს გზა უნდა გაუკვალოს ბედნიერი მომავლისკენ. მადლობა პროექტსა და მის შემქმნელებს.“

ფოთის საკრებულოს სოციალური კომისიის თავმჯდომარე ბაქარ ერაგია ამბობს, რომ ინტელექტ-ჩემპიონატზე დასწრებით ბავშვობის დანაკლისი შეივსო:

„წლების წინ დავამთავრე სკოლა და დღემდე მახსოვს ჩემი მთავარი „სასკოლო ტრაგედია“ -„ეტალონში“ მონაწილეობის საშუალება რომ არ მომეცა. ყოველ კვირა ვაგზავნიდი „რეიტინგის“ სააპლიკაციო ფურცელს, მაგრამ ჩემი სახელი და გვარი ბატონმა გოჩამ ვერასდროს ამოიღო. მიხარია, რომ პროექტში ასპარეზობა გამართლებაზე აღარაა დამოკიდებული და აქ თავის წარმოჩენა დღეს უკვე ძალიან ბევრ მოსწავლეს შეუძლია. ბავშვობის დანაკლისი დღევანდელი ინტელექტ- ჩემპიონატით, ამ ბავშვების ემოციითა და წარმატებით შევივსე და მუდამ ვეცდები, „ეტალონსა“ და განათლებულ მომავალ თაობას ვედგე გვერდით, რითიც შემეძლება.“

„ვანის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი ჯონი დიასამიძე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 


ფოტოების სრულად სანახავად, იხილეთ ბმული

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება