| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სწავლის პირველი დღე, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძალიან კარგად იციან ბათუმის კერძო სკოლა „გორდაში“, ამიტომ ყოველი სასწავლო წლის დასაწყისი სკოლაში დღესასწაულია.
წელს „გორდაში“ სასკოლო სეზონი 13 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა.
ეს დღე პირველკლასელებს მიეძღვნა. სკოლის დირექციამ პატარა მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები და შთაბეჭდილებები აჩუქა. ამისთვის კი ანიმატორები მიიწვია.
პატარა მოსწავლეებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება სკოლის დირექციასთან და პედაგოგებთან ერთად, ზღაპრის გმირებმა მიულოცეს და პირველი დღის მღელვარება სიხარულად უქციეს. ღონისძიებას მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
დღეს კი სიურპრიზი სკოლის ადმინისტრაციამ პედაგოგებს მოუწყო. იყო პრემიები, მილოცვები და სიგელები. გაიმართა ახალბედა მასწავლებლების „კურთხევის ცერემონიალი“.
„გორდაში ყოველი ახალი სასწავლო წლის დასაწყისი ერთმანეთისგან განსხვავებულია... მით უფრო წელს, როდესაც პანდემიისგან სულმოთქმულები, ყველანი ერთად ვიწყებთ ახალ სასწავლო წელს (პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით), წარმატებით ავტორიზაცია გავლილები, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით გრანტებით გათამამებულები, მოსწავლეთა გაზრდილი რაოდენობითა და მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგებით გახარებულები... ზედიზედ ორი დღეა, ერთმანეთს ენაცვლება პირველკლასელებთან და პედაგოგებთან საზეიმო შეხვედრები... 2022 წლის 13 სექტემბერს, სკოლა „გორდამ“ საზეიმოდ გახსნა სასკოლო სეზონი, ვუმასპინძლეთ ყველაზე პატარებს, პირველკლასელებს...
სკოლის კედლებს სცდებოდა პატარების ჟრიამული, ანიმატორებთან თამაშითა და ცეკვა -სიმღერით გართულ ბავშვებს, საერთოდ გადაავიწყდათ ნერვიულობა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები, პედაგოგები და მოწვეული ანიმატორები, გასართობ ცენტრ „დისნეილენდიდან“. დღის ბოლოს გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები, სკოლის ისტორიას კი დაემატა მომდევნო დაუვიწყარი დღე...
დიდხანს სასიამოვნოდ გასახსენებლად შემორჩება გორდას პედკოლექტივს 14 სექტემბერი... ვითომ საგანგებო პედსაბჭოზე მიწვეულებს, ნამდვილი სიურპრიზების დღე მოგვიწყო სკოლის ადმინისტრაციამ... ჯერ იყო და ხვალინდელი დღის რეპეტიცია გავიარეთ, შემდეგ კი დაიწყო სიურპრიზები, ფულადი პრემიები, მოლოცვები, სიგელები და გრანდიოზული ტორტი... არასდროს დაავიწყდებათ მასწავლებლად კურთხევის ცერემონიალი ახალბედებს: ხათუნა ჩიკაშუას, თეონა კოპლატაძეს, ლონდა კალანდარიშვილს, ქეთინო აბულაძეს და თეა ვაშაყმაძეს“,-გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის - ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი
საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ