სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისში“ დირექტორმა, ქეთევან ედიბერიძემ ტრენინგი - „გენდერი სკოლაში“ ჩაატარა
07-09-2022
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ პროექტი - „ვაქციოთ სკოლა გენდერული პასუხისმგებლობის მქონე დაწესებულებად“ ხორციელდება. 

სკოლის დირექტორმა, ქეთევან ედიბერიძემ პროექტის ფარგლებში ტრენინგი - „გენდერი სკოლაში“ ჩაატარა. სამუშაო შეხვედრა სკოლის პედაგოგების აქტიური ჩართულობით წარიმართა.

აღსანიშნავია, რომ სკოლა „ანაბასისი“ იმ 100 სკოლას შორის შეირჩა, რომლებშიც აღნიშნული პროექტი უნდა განხორციელდეს.  კონკურსი კი საჯარო და კერძო სკოლებისთვის, სასკოლო მრავალფეროვნებისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა პროგრამის - „EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში გამოაცხადა.

პროექტის მიზანია სკოლების ადმინისტრაციისა და მასწავლებლების გადამზადება მრავალფეროვან საკლასო გარემოში სტერეოტიპებისაგან თავისუფალი, ინკლუზიური სწავლების მიდგომების გამოყენების მზაობისათვის, რომელიც ამავდროულად სკოლის მოსწავლეების საჭიროებებზე თანაბრად მორგებული სასკოლო კულტურის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

პროექტის ფარგლებში შერჩეული სკოლების დირექტორებს ჩაუტარდათ ტრენინგები, სასკოლო მრავალფეროვნებისა და გენდერული თანასწორობის მართვის კუთხით. შემდეგი საფეხური კი იყო გადამზადდებული დირექტორების მიერ საკუთარ სკოლებში სხვადასხვა საგნის პედაგოგების მრავალფეროვან და გენდერული სტერეოტიპებისგან თავისუფალ კლასში სწავლების განხორციელებისათვის მოსამზადებლად ტრენინგების ჩატარება.

სკოლა „ანაბასისის“ პედაგოგებს მიაჩნიათ, რომ პროგრამაში ჩართვა სასკოლო საზოგადოების ცნობიერებას აამაღლებს, რაც აუცილებელია არსებული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისათვის.

„ერთობლივი თანამშრომლობით კი შევძლებთ ვაქციოთ სკოლა გენდერული პასუხისმგებლობის მქონე დაწესებულებად“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
თბილისის N143 სკოლის მასწავლებელი მარინა ნარიმანაშვილი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა
 

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება