სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დირექტორებსა და პედაგოგებთან სამუშაო შეხვედრები დაიწყო - დეტალები
05-09-2022
-
+


5-9 სექტემბერს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პროექტის – „შეფასება განვითარებისათვის" – ფარგლებში სკოლების დირექტორებისა და მასწავლებლებისათვის  სამუშაო შეხვედრებს ამჯერად დასავლეთ საქართველოში მართავს. 

5 სექტემბერს გაიმართა შეხვედრა ქუთაისსა და სამტრედიაში. პროექტის ხელმძღვანელმა ეკა ჯელაძემ ამ ქალაქებიდან პროექტში ჩართული სკოლების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა საცდელი ტესტირების შედეგები. შეხვედრის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ მიიღეს დეტალური ინფორმაცია ანგარიშის ელექტრონულ პლატფორმასთან, მის სპეციფიკასთან დაკავშირებით და პროექტის კიდევ უფრო დახვეწის მიზნით  მის ავტორებს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.

მსგავსი სამუშაო შეხვედრა სკოლების წარმომადგენლებთან მომდევნო დღეებში ზუგდიდში, ხობში, აბაშაში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ბათუმსა და ქობულეთშიც ჩატარდება. 

შეგახსენებთ, რომ ელექტრონული პლატფორმის გამოცდის მიზნით პროექტის ფარგლებში ბოლო, ფართომასშტაბიანი საცდელი ტესტირება მაისში ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ საჯარო სკოლაში. როგორც ქართულის, ისე მათემატიკის ტესტი საცდელი ტესტირების თითოეულ დღეს 5000-იდან 7000-ამდე მოსწავლემ შეასრულა. მოსწავლეებმა და მშობლებმა, ასევე მასწავლებლებმა და დირექტორებმა, დიაგნოსტიკური შეფასების შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია უკვე მიიღეს. ელექტრონული სისტემისა და, კერძოდ, ანგარიშის მოდულის უკეთ გაცნობის მიზნით შეხვედრები პროექტში ჩართული სხვა სკოლებისთვისაც გაიმართება.

პროექტის შესახებ: პროექტზე – „შეფასება განვითარებისათვის“ – მუშაობა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წელს დაიწყო. მისი მიზანია ელექტრონული პლატფორმის დახმარებით მეოთხე და მეექვსეკლასელების მიღწევების შეფასება სასწავლო წლის ბოლოს როგორც ქართულ ენასა და ლიტერატურაში (წიგნიერება), ასევე მათემატიკაში (რაოდენობრივი წიგნიერება). ელექტრონული პლატფორმის სისტემურ ადმინისტრირებას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს. შედეგები დაეხმარება მოსწავლეებსა და მშობლებს, თვალი ადევნონ სასწავლო პროცესის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს და მიიღონ ინფორმაცია მოსწავლეთა სუსტი და ძლიერი მხარეების შესახებ. ეს პროექტი სკოლას შესაძლებლობას მისცემს, დააკვირდეს სწავლა-სწავლების ტენდენციებს როგორც ცალკეულ კლასებში, ასევე მთელ სკოლაში. გასათვალისწინებელია, რომ მიღებული ქულები მოსწავლის წლიურ შეფასებაზე არ აისახება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ - ცნობარი და რეგისტრაციის ვადები ცნობილია

მასწავლებელთა ბოლო საგამოცდო შედეგები გამოქვეყნდა - ისტ-ისა და 6 ენაში ტესტირების ქულები ცნობილია

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მასწავლებლის საგნის კომპეტენცია წარმატებით დაადასტურა ჯგალის თემის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა  

ბანძის საჯარო სკოლა ლიკა ჯახუას ეროვნულ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
ღვითორის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა 50 წლის იუბილე აღინიშნა
გიორგი გაფრინდაშვილის ორმაგი წარმატება - გამარჯვებები, რომლითაც ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ამაყობს
„წარმატება მხოლოდ მაღალი ქულები არ არის, წინ კიდევ ბევრი გამოცდა, შრომა და წარმატება გელოდებათ“ - ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგი აბიტურიენტებს
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება