სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თქვენით ეამაყოს მშობლიურ სკოლასა და სამშობლოს!“ - პატარა ფოთის საჯარო სკოლის დირექცია  კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
02-09-2022
-
+


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - ვახტანგ უჩავამ, კახაბერ ხურცილავამ და მარიამ პერტაიამ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. ახალგაზრდები სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. მათ შორის ვახტანგ უჩავამ 70%-იანი გრანტი მოიპოვა, კახაბერ ხურცილავა კი 50%-იანი გრანტის მფლობელია. 

კურსდამთავრებულები სწავლას შემდეგ უნივერსიტეტებში გააგრძელებენ:

  • ვახტანგ უჩავა - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, დიპლომირებული მედიკოსი, გრანტი - 70%
  • კახაბერ ხურცილავა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიკოსი, გრანტი - 50%
  • მარიამ პერტაია- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ფარმაცია

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ. 

„ძვირფასო ახალგაზრდებო, გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას, სტუდენტობას!

უმაღლესი განათლება ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი წარმატებული კარიერისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისაკენ! გისურვებთ საინტერესო და ბედნიერ სტუდენტურ წლებს! უფალმა დაგილოცოთ სავალი გზები! თქვენით ეამაყოს მშობლიურ სკოლას და ჩვენს სამშობლოს!“, - ვკითხულობთ მოსალოც წერილში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება