სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლის დირექტორებს განაცხადისთვის 5 დღე აქვთ - დეტალები
26-07-2022
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს - „საჯარო სკოლის 2022 წლის საუკეთესო დირექტორი“.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს საჯარო სკოლის დირექტორს, რომელსაც აქვს დირექტორად მუშაობის არანაკლებ 6 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის, არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება იმავე სკოლაში, რომელშიც კონკურსის გამოცხადების მომენტში მოქმედი დირექტორია.

კონკურსში განაცხადის წარდგენის უფლება აქვს:

ა) საჯარო სკოლის მოქმედ დირექტორს, რომელიც ავსებს ცენტრის მიერ განსაზღვრულ ფორმას (იხ. დანართი);
ბ) საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს;
გ) განათლების სფეროში მოქმედ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს;
დ) საგანმანათლებლო რესურსცენტრს.

„ბ“ - „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული პირების მიერ დირექტორის კანდიდატურის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის წარდგენის შემდეგ, ცენტრი წერილობით მიმართავს დირექტორს, რათა მან შეავსოს დანართით განსაზღვრული ფორმა, ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში.

კონკურსში მონაწილე დირექტორმა განაცხადს თან უნდა დაურთოს ვიდეო (ქრონომეტრაჟი არაუმეტეს 5 წუთი), სახელწოდებით „ჩემი სკოლის ყველაზე დიდი მიღწევა“.

საკონკურსო ვიდეოები გადმოგზავნილ უნდა იქნეს შემდეგ მისამართზე: sauketesodirektori@gmail.com

 რეგისტრაციის ვადა სრულდება 31.08.2022

კონკურსში გამარჯვებული პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
 საკუთარი სკოლის განვითარებაზე ზრუნვა;
 თანამშრომლობითი კულტურის დანერგვის ხელშეწყობა;
 ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფა;
 სწავლებისა და სწავლის ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვა;
 არაფორმალური განათლების ხელშეწყობა;
 რესურსების ეფექტიანი მართვა;
 თვითგანვითარებაზე ზრუნვა;
 ინოვაციურობა.
კონკურსის ეტაპებია:
1. ტექნიკური გადარჩევა;
2. ვიდეოჩანაწერის შეფასება;
3. გასაუბრება;
4. დირექტორის საქმიანობის შეფასება ადგილზე

(კომისიის არანაკლებ 3 წევრი ადგილზე გაეცნობა დირექტორის საქმიანობას; შედგება ინტერვიუები სკოლის მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან და ადგილობრივი საზოგადოების (თემის) წარმომადგენლებთან).
საჯარო სკოლის 2022 წლის საუკეთესო დირექტორის გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია/კომისიები (შემდგომში - კომისია).

რეგისტრაციისათვის, დააჭირეთ ბმულს

საკონკურსო აპლიკაციებში ყველა ველის შევსება სავალდებულოა. წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილე გამოეთიშება კონკურსს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება