სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ორგორის საჯარო სკოლაში ერთადერთ პირველკლასელს ანბანის სწავლის დასრულება ზეიმად უქციეს 
05-07-2022
-
+


ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლემ სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა. 

ამასთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიება „ანბანის გაცილება“ გაიმართა. მის მიმდინარეობაში სხვა კლასის მოსწავლეებიც დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ სხვადასხვა აქტივობა შეასრულეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ.

ღონისძიების ხელმძღვანელი დაწყებითი კლასის მასწავლებელი ფიქრია ქურციკაშვილი იყო.

„დიდი სიყვარულით ვეფერებით ქართულ ანბანს, რომელიც 26 საუკუნის წინაა შექმნილი. სკოლის მოსწავლეებმა და პირველკლასელმა ლექსებით გაიხსენეს ,,დედა ენის“  შექმნისა და განვითარების ისტორია, შეამკეს ქართველი მწერლების ულამაზესი სტროფებით. აჩვენეს სლაიდით კლასის ერთწლიანი მუშაობა. წარმოადგინეს ინსცენირება ი.გოგებაშვილის დედაენიდან. ღონისძიებაში ჩართული იყო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები. შექმნილი იყო განსაკუთრებული საზეიმო განწყობა. წარმოჩინდა მოსწავლეთა სხვადასხვა შემოქმედებითი უნარი. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და დედაენას მიუძღვნეს სიმღერები.
გზა დავულოცეთ ჩვენს პირველკლასელ მოსწავლეს, ვუსურვეთ ბედნიერი, ლაღი და უზრუნველი ბავშვობა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

მასწავლებლებს ყოველთვიური ანგარიშის მომზადება ევალებათ - რომელ მოსწავლეებს ეხებათ ზოგადი განათლების მიღების ახალი წესი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება