| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საზანოს საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით კი სხვადასხვა ტრენინგებში, კონფერენციებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებში არიან ჩართულნი.
მათ შორის, სკოლის პედაგოგი მადონა ჭანტურიძე რაიონულ კონფერენციაში მონაწილეობდა.
დირექტორთა და მასწავლებელთა კონფერენცია, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში გაიმართა.
პედაგოგი კონფერენციაზე წარმატებით წარდგა და ღონისძიების ბოლოს მადლობის სიგელითაც დაჯილდოვდა.
„არაჩვეულებრივი დღე შედგა... ღირდა ნამდვილად ამდენი არაჩვეულებრივი პედაგოგის ხილვა, მათი პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარება....
მადლობა ორგანიზატორებს იმისათვის, რომ მომცეს დღეს საშუალება ჩემი პედაგოგიური პრაქტიკა გამეზიარებინა ჩემი კოლეგებისათვის და ვყოფილიყავი კონფერენციაზე მომხსენებლად“,- აღნიშნავს მადონა ჭანტურიძე.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ