| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლაში წარმატებით ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი კომპლექსური დავალებებია. მოსწავლეები და მასწავლებლები კომპლექსურ დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. სასწავლო წლის მანძილზე მოსწავლეებმა არაერთ საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს, რომელთა შორის აუცილებლად აღსანიშნავია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მარინე ხვედელიძის ხელმძღვანელობით, მეექვსე კლასის მოსწავლეებთან ერთად, განხორცილებული კომპლექსური დავალება თემაზე: სიკეთე ; თემატიკა- ბუნება და ადამიანი (ზრუნვა ბუნებაზე) .
„ბავშვებმა წარმოადგინეს საინტერესო წერითი ნამუშევრები, პერსონაჟთა: მდინარისა და მთის წყაროს შედარებითი დახასიათება (ვაჟა-ფშაველას მოთხრობის „მთის წყარო“ მიხედვით), პრეზენტაციის დროს მოსწავლეებმა ხაზგასმით წარმოაჩინეს მსგავსება-განსხვავება მთის წყაროსა და მდინარეს შორის. ყოჩაღმა მეექვსეკლასელებმა კარგად გაართვეს დავალებას თავი. წარმატებებს ვუსურვებთ მათ, მარინა მასწავლებელთან ერთად!“- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ