სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლა ჩემთვის არის ადგილი, სადაც ყველაზე მნიშვნელოვან და კეთილშობილურ საქმეს ვემსახურები“-შოთა მალაზონია, თბილისის N60 სკოლის დირექტორი
27-06-2022
-
+


საზაფხულო არდადეგების დაწყებასთან ერთად, საინტერესოა, რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორებისთვის, რა სჭირდება განათლების სისტემას და რას ურჩევენ არდადეგებზე მოსწავლეთა მშობლებს. 

ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე კომპეტენტურ პასუხებს თბილისის N60 საჯარო სკოლის დირექტორ შოთა მალაზონიას ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- სკოლა ჩემთვის არის...

- ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, სადაც ყველაზე მნიშვნელოვან და კეთილშობილურ საქმეს - ბავშვების სწავლებასა და აღზრდას ვემსახურები.

- მოტივაცია მემატება, როცა...

- ვხედავ მოტივირებულ მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს.

- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის...

- აღძრავს კითხვებს: როგორ გაიხსენებენ ისინი სკოლას? მოახერხეს მათ თავიანთი შესაძლებლობის რეალიზაცია? მისცა მათ სკოლამ ცხოვრებისათვის საჭირო პრაქტიკული ცოდნა, აღზრდა, უნარ-ჩვევები და ღირებულებები?

- განათლების სისტემას სჭირდება...

- მოტივირებული მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი.

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო...

- იმ საჭიროებებისა და გამოწვევების გამკლავებით, რომლის წინაშეც სასკოლო საზოგადოება იდგა.

 - არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ...

- შეძლებისდაგვარად, ხელი შეუწყვეთ შვილებს კარგად დაისვენონ და რაც მთავარია, მიეცით მეტი დამოუკიდებლობა.

- სასწავლო წლის დასრულება...

- ყოველთვის ნიშნავს ცვლილებების განხორციელების დაწყებას მომავალი სასწავლო წლის გასაუმჯობესებლად.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება