სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წიწკანაანთსერის და ყვარლის N2 საჯარო სკოლების პედაგოგი ეკატერინე ავაზაშვილი etaloni.ge-სთან წარმატებული თანამშრომლობისთვის დაჯილდოვდა
27-06-2022
-
+


ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერის და ქალაქ ყვარლის N2 საჯარო სკოლების პედაგოგ ეკატერინე ავაზაშვილს საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა - etaloni.ge სასკოლო ცხოვრების, აქტივობა-სიახლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენის ეროვნულ საქმეში ნაყოფიერი, ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობისთვის დიპლომებით დააჯილდოვა.

ეკატერინე ავაზაშვილი სკოლების სახელის ღირსეულად წარმოსაჩენად etaloni.ge-სთან აქტიურად თანამშრომლობს და ცოდნის პოპულარიზაციის საქვეყნო საქმეში ჩვენს გვერდით დგას.

„უდიდესი მადლობა საგანმანათლებლო-შემეცნებით Etaloni.ge -ს გუნდს დიპლომების მონიჭებისათვის, რაც უდავოდ ნამდვილად ძალიან სასიამოვნო და სასიხარულოა.

2005 წლიდან ვმუშაობ წიწკანაანთსერის​ საჯარო სკოლაში და მრავალი საგანმანათლებლო ღონისძიებები გაგვიხორციელებია, არაფრით ჩამოვრჩენილვართ რეფორმის ფარგლებში მოცემულ სიახლეებს; მრავალი საინტერესო ინტეგრირებული პროექტი, გამოფენები, კონფერენციები, დიახ, კონფერენციაშიც მიმიღია მონაწილეობა. თემატური ღონისძიებები ცოცხლდება ჩემს თვალსაწიერში და არ შემიძლია შემოდგომის ის ზეიმი არ გავიხსენო, როდესაც თავად ბატონი გოჩა ბრძანდებოდა ჩვენთან სტუმრად; როდესაც მასთან ერთად ამოვავლეთ ჩურჩხელები და შემოდგომა თავისი ხვავითა და ბარაქით ისე ლამაზად წარმოვადგინეთ სრულიად სკოლამ, რომ ხანგრძლივად გასტანა დაუვიწყარმა შთაბეჭდილებებმა...

ასეთია, ჩვენი სკოლის ხელმძღვანელი, ნანა, გულმოდგინებით ეკიდება ყოველ საქმეს და დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი სკოლის ზრდა-განვითარებაში, რაც მოიცავს განათლების ფარგლებში მოსწავლეებისა და მასწავლებლების ხელშეწყობას სიახლეების მიმღებლობის ამაღლებაში, შედეგად, არა ერთი წარმატებული მოსწავლე გაგვიცილებია ჩვენი სკოლის კედლებიდან...

ამაყი ვარ ჩემი ორივე სკოლის მოსწავლეებით. მკითხველთა კლუბი „შემოქმედის“ წევრები კი უკვე სამი წელია განცვიფრებასა და ბედნიერებას იწვევს ჩემში თავისი აქტიური ცხოვრებით, მნიშვნელობით. მახარებს ის ფაქტი, რომ მათი შრომის სამართლიანი ასახვა მე მხვდა წილად.

უდიდესი მადლობა ნანას, რომ ეს საპასუხისგებლო საქმე ნდობით მანდო და ქალბატონ ლეილას.

ეს დიპლომები არის ჩვენი, თითოეული მოსწავლისა და მასწავლებლის, ხალმძღვანელის თავდაუზოგავი შრომის ნაყოფი!

თუ არ იქნებოდა ეს შრომა გაწეული, არ იქნებოდა მოვლენების გაშუქება და ეს ჯილდო!

კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა თქვენ, „ეტალონის“ ძვირფასო გუნდის წევრები დაფასებისთვის და უდიდესი მადლობა ბ-ნ გოჩას! პატივისცემით, ეკატერინე ავაზაშვილი“,- გვწერს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება