სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისის“ მე-6 კლასის მოსწავლეებმა შთამბეჭდავი ფერწერული ნამუშევრები შექმნეს
27-06-2022
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეები მთელი სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ აქტივობასა და ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. 

მე-6 კლასის მოსწავლეებმა არაჩვეულებრივი ფერწერული ნამუშევრები შექმნეს. მათ კომპლექსური დავალების პროდუქტი - თავიანთი ინდივიდუალური ხედვით შექმნილი ნამუშევრები, წარამატებით წარადგინეს. 

ისინი აქტივობაში, ხელოვნების პედაგოგ ნანა გიორგაძის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.

მოსწავლეებს დავალების შესრულებაში ამ საგანში ნასწავლი მასალა დაეხმარათ. მათ შეისწავლეს კომპოზიციური განაწილების ხერხები (სიმეტრია, ასიმეტრია, დიაგონალური, ფრაგმენტული, უსაგნო), ნახეს მასწავლებლის მიერ წინასწარ მომზადებული ელექტრონული რესურსი, სადაც განხილული იყო კომპოზიციური განაწილების ხერხები ცნობილ მხატვართა ნამუშევრებში.

მათ ფილმი „სიყვარულით ვინსენტი“ ნახეს. 

გავიხილეს  ძირითადი, ცივი, თბილი, კონტრასტული ფერები. მონასმი .  ნახეს ფილმი ,,სიყვარულით ვინსენტი“, სადაც კარგად ჩანდა, როგორი პრინციპით მუშაობდა მხატვარი(მონასმი, იმპასტო).მიღებული ცოდნის საფუძველზე შექმნეს ნამუშევრები.

მეექვსეკლასელებმა თავიანი ნამუშევრების შესახებ თავად ისაუბრეს.

„მოსწავლეებმა ნამუშევრის წარდგენისას ამომწურავი და ემოციური პასუხი გასცეს კითხვებს.

  • რა ტიპის კომპოზიცია შეარჩიე და როგორ გაანაწილე საგნები სასურათე სიბრტყეზე?
  • როგორ გამოიყენე ფერის შესაძლებლობები განწყობის / ემოციის გადმსაცემად?
  • ფერწერის რომელი ტექნიკა გამოიყენე ( მონასმი, იმპასტო, დრიპინგი)

ნიკოლოზი: ჩემი ნახატი სიმეტრიულია. სიმეტრიული კომპოზიცის იდეა გამიჩნდა კომპლექსური დავალების ეტაპების გავლისას,როცა ვნახე რაფაელის ,,რაინდის სიზმარი“. რადგან სურათი ნაღვლიან ამბავს აღწერს ცივი ფერები გამოვიყენე.

შოთიკო: ნახატის შესაქმნელად გამოვიყენე წითელი, ყვითელი, ლურჯი. ძირითად ფერებს დავამატე თეთრი და შავი. ამ ფერებით ასოცირდება ჩემთვის ბათუმი, აჭარა , საიდანაც ვარ წარმოშობით და ჩემი შექმნილი ნამუშევარი კარგ განწყობას მიქმნის.

გიორგი: ორი კონტრასტული ფერი გამოვიყენე ყვითელი და შავი. წინა პლანზე ხეები დავხატე, უკან სოფელი ჩანს. სიმყუდროვე და სიმშვიდე გადმოვეცი.

მიშიკო: ჩემი განწყობის გამოსახატავად შევქმენი აბსტრაქტული ნახატი. გამოვიყენე დაშხეფების ტექნიკა, დრიპინგი. ეს იდეა გამიჩნდა მას შემდეგ რაც ვნახე ჯექსონ პოლოკის ნამუშევრები მასწავლებლის მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციაში.

ალექსანდრე: ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო სიმეტრიის ღერძის გამოყენება კულმინაციად . ნამუშევრის შესრულებისას გამოვიყენე მკვეთრი მონასმები. ფილმში ,,სიყვარულით ვინსენტი“,  ვან გოგის შემოქმედების გაცნობისას, განსაკუთრებით მოვიხიბლე მკვეთრი მონასმებით და მეც ვცადე იგი გამომეყენებინა ჩემს ნამუშევარში.

უსმენ ამ ბავშვებს და ასკვნი, კომპლექსურმა დავალებამ მიზანს მიაღწია. მასწავლებელმა მიზანმიმართმულად, შედეგიანად განვლო კომპლექსური დავალების ეტაპები მოსწავლეებთან ერთად, რომლებმაც  ფერწერულ ნამუშევარში სახვითი ხელოვნების ხერხებით, ელემენტებით, პრინციპებით თავიანთი განწყობილება საინტერესოდ გადმოცეს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებმა გამოცდაზე ამ ქულებზე ნაკლები არ უნდა მიიღონ - მინიმალური ბარიერები, საგნების მიხედვით, ცნობილია

ახალი სახელმძღვანელოები I, V, VII, IX, X კლასებში იქნება - ცნობილია, რომელ სკოლას რამდენი კომპლექტი გადაეცემა

ლიმონათსა და სასმელ წყალში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება