სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეებმა სასკოლო პროექტის ფარგლებში ნაყინი მოამზადეს
23-06-2022
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეები მთელი სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ აქტივობასა და ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.

სასკოლო პროექტ ჯანსაღი ცხოვრების წესის ფარგლებში, ინგლისური ენის პედაგოგმა ნანა ფერაძემ მე-4 კლასში საინტერესო გაკვეთილი „ჯანსაღი და არაჯანსაღი პროდუქტები“ ჩაატარა. 

მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს, ინგლისურ ენაზე ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვების შესახებ ვრცლად ისაუბრეს. 

აღსანიშნავია, რომ ამ აქტივობას ჩვეულებრივი გაკვეთილის ფორმატი არ ჰქონდა, ბოლოს, მოსწავლეებმა მზარეულების როლი მოირგეს და ნაყინი „ანაბასიკო“ დაამზადეს. ისინი აქტივობაში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.

„მასწავლებლის მიერ დაგეგმილი ყველა აქტივობა მიზანს შეესაბამებოდა. გაკვეთილი მიმდნარეობდა მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით და ხალისით. ლექსიკური მარაგი, გრამატიკული წესებისა და ნორმების ცოდნა მოსწავლეებს საშუალებას აძლევდა თავიანთი მოსაზრებები ინგლისურ ენაზე ჩამოეყალიბებინათ. ისაუბრეს თუ რომელია ჯანსაღი და არა ჯანსაღი პროდუქტები, რით უნდა ვიკვებოთ, რომელი ვიტამინებია აუცილებელი ორგანიზმისთვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელები, ისაუბრეს რატომ არის საჭირო: რძის პროდუქტები, ხორცისა და ფრინველის პროდუქტები და ხილ-ბოსტნეულის მიღება. მეოთხე კლასელებმა ისაუბრეს, რატომ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ჯანმრთელობა და ჯანმრთელიბისთვის აუცილებელი ვიტამინები გაგვაცნეს. დასასრულს ნანა მასწავლებელი მოსწავლეებს ბევრ ტკბილ და გემრიელ გაკვეთილს დაჰპირდა ახალ სასწავლო წელს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება