სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონში“ მონაწილეობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა“- ქუთაისში „ეტალონის“ I ეტაპი დასრულდა
17-06-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან.

2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

16 ივნისს კონკურსის პირველი ეტაპი ქუთაისელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ქალაქ ქუთაისის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ქალაქ ქუთაისის მერიისა და ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 62 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „ქუთაისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 17 ივნისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

კონკურსის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ etaloni.ge-სთან სკოლების დირექტორები საუბრობენ.

ელისო ირემაძე, ქუთაისის N13 საჯარო სკოლის დირექტორი:

ტესტირების პირველი ეტაპი ყოველგვარი შეფერხების გარეშე გაიმართა. 2 მოსწავლე მეორე ეტაპზე გადავიდა, ისინი ისეთი კარგი მოსწავლეები არიან, ნეტავ საქართველოში მათი მსგავსი ბევრი იყოს. სხვებიც კარგები არიან, თუმცა, ალბათ, იჩქარეს. ვფიქრობდი, რომ კიდევ უფრო უკეთესი შედეგი უნდა გვქონოდა. ჩემთვის აღმოჩენა იყო, რომ თურმე ახლანდელი თაობა ძალიან ბევრს კითხულობს. ხომ ვამბობთ, რომ თანამედროვე ბავშვები გაჯეტებზე არიან დამოკიდებული, თუმცა მათი ზოგადი ცოდნის დონე მაღალია. „ეტალონში“ ისეთი საინტერესო კითხვებია, ჩემი აზრით, მონაწილეობას ყველა დიდი სიამოვნებით მიიღებს.

ნინო ელბაქიძე, ქუთაისის N22 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონი“ ნამდვილად კარგი და ყველანაირად მოსახერხებელი პროექტია. კითხვებიც, როგორც მოსწავლეებმა მითხრეს, საინტერესო იყო. ძალიან კმაყოფილები ვართ. ჩვენ ყოველ წელს ვმონაწილეობდით, გვყავდა მოსწავლე, რომელიც ქუთაისის მასშტაბით, მეორე ადგილზეც გავიდა.

ვარდო უგლავა, ქუთაისის N26 საჯარო სკოლის დირექტორი:

ზოგადად, ყველა ინტელექტუალური თამაშები ძალიან საინტერესოა. ტესტირების პროცესმა კარგად ჩაიარა, ყველაფერი გამართული იყო. მოსწავლეები ძალიან კმაყოფილები იყვნენ. შეიძლება ვერ გაიმარჯვონ, მაგრამ გამოცდილებას იძენენ. რაც მთვარია, გააზრებული აქვთ, რომ ამ კონკურსში მონაწილეობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. სკოლაც და მოსწავლეებიც ამ არაჩვეულებრივი პროექტისთვის მადლობლები ვართ. დასწრებით ფორმატში რომ იმართებოდა, მაშინაც ვმონაწილეობდით. „ეტალონში“ ჩართულობა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. თვითონაც აზარტში შედიან და ინტელექტ-ჩემპიონატის გამართვას დიდი მონდომებით ელიან. წინა ჯერზე რასაც ვერ გასცეს პასუხი, რა საკითხებიც გაუჭირდათ, იმას უფრო მეტ დროს უთმობენ და უკეთ ემზადებიან.

მიხეილ გიორგაძე, ქუთაისის N30 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენ „ეტალონში“ აქტიურად ვართ ჩართული. რა თქმა უნდა, ამ კონკურსში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლეები ზოგად ცოდნას კიდევ უფრო იღრმავებენ. შემდეგ, თავისთავად, კონკურენცია და დაინტერესება იზრდება. მსგავსი ტესტირების ჩატარება კი ჩვენი მოსწავლეებისთვის ერთობ მნიშვნელოვანია. ისინი „ეტალონში“ გასულ წლებშიც აქტიურად ერთვებოდნენ. 


ასევე იხილეთ:

ქალაქ ქუთაისის II ეტაპის მონაწილე მოსწავლეთა სია - ეტალონი

ქუთაისელი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სად ნახავენ აბიტურიენტები პირველად შედეგებს?

ქულა, რომელიც სპეცმასწავლებელბს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის სჭირდებათ - ცვლილება ტესტირების წესში  

გამოსაცდელთა საყურადღებოდ - დამატებითი გამოცდის ჩაბარება აუცილებელი პირობაა

 ანაზღაურება 3490 ლარია - რა თანამდებობაზე გამოაცხადა ვაკანსია მანდატურის სამსახურმა 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება