სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

„სულ მაწუხებდა კითხვები, რატომ ვსწავლობდი იმას, რაც ბედნიერს ვერ გამხდიდა“ - ნათია თოდუა 21 წლის ასაკში მიღწეულ უდიდეს წარმატებასა და განვლილ გზაზე
24-03-2018
-
+


გასული წლის ოქტომბერში, ქართველმა გოგონამ, 21 წლის ნათია თოდუამ ფურორი მოახდინა - მან გერმანიაში, კონკურსი „ახალი ხმა“ მოიგო.

ნათიას მუსიკალური განათლება არასოდეს მიუღია, ის ქართულ „იქს ფაქტორშიც“ დაიწუნეს, მაგრამ ბრძოლა არ შეუწყვეტია. იცოდა, რომ მისი ცხოვრება სიმღერა იყო და სხვა არაფერი მოუტანდა ისეთ ბედნიერებას, როგორც ამ სფეროში მოპოვებული წარმატება.

- ნათია, სად და რომელ სკოლაში სწავლობდით?

- ხუთი სკოლის გამოცვლა მომიწია, საბოლოოდ დავამთავრე გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მე-13 სკოლა.

- როგორ გახსოვთ სკოლის პერიოდი, რა გახსენდებათ კარგად, რა მტკივნეულად?

- ყველა სკოლაში ვახერხებდი, რომ სკოლის ღონისძიებებზე მემღერა და ეს ძალიან მაბედნიერებდა. სირთულეები ყველგან იყო, თბილისში 4 წელი ვსწავლობდი და მახსოვს, რომ  ქართულად საუბარი მიჭირდა, ბევრ შეცდომას ვუშვებდი, მაგრამ თბილისი იყო ჩემთვის „დისნეილენდი“ და მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ იქ დარჩენა და საკუთარი თავის რეალიზება მომეხდინა. როცა გავიგე, რომ ისევ გალში უნდა დავბრუნებულიყავით, გავბრაზდი, რადგან ძალიან განვიცდიდი გარემოსთან, მეგობრებთან და მასწავლებლებთან დამშვიდობებას. ეს უკვე ნაცნობი, მაგრამ რთულად გადასატანი იყო ჩემთვის.

- კლასელებზე, მასწავლებლებზე გვიამბეთ. რომელი მასწავლებელი გიყვარდათ გამორჩეულად?

- კლასელები ყველა სკოლიდან კარგად მახსოვს და თითოეული მათგანი ძალიან მენატრება. ასევე ბევრი საყვარელი მასწავლებელი შემიძლია გავიხსენო, მაგრამ გამორჩეულად ნაბაკევის სკოლის მასწავლებელი, ქალბატონი ლია გიორგობიანი მახსენდება, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის და საქართველოს ისტორიის მასწავლებელია. ლია მასწავლებელი, როგორც  პიროვნება და ქალი, სამაგალითოა. ვფიქრობ, რომ ქალბატონი ლია და ასევე სხვა უაღრესად პატივსაცემი მასწავლებლები, გმირებად უნდა აღიაროს საქართველომ შეუფასებელი შრომისთვის, წარმოუდგენლად რთულ გარემოში.

- რომელი საგანები გიყვარდათ, რომელი - არა? 

- მიყვარდა ხელოვნება, ისტორია, ლიტერატურა, მათემატიკა, ბიოლოგია და, რა თქმა უნდა, მუსიკა. ფიზიკა და ქიმია რთული იყო ჩემთვის.

- როგორ სწავლობდით, რა ნიშნები გყავდათ?

- მე-7, მე-8 კლასში მქონდა გაცდენები და მახსოვს, რომ მიჭირდა რამდენიმე საგანი, მაგრამ ჯამში თუ შევაფასებ, ნორმალური ნიშნები მყავდა.

- როდიდან მღერით? პირველმა ვინ შეამჩნია თქვენი განსაკუთრებული ნიჭი?

- მე ყველგან და ყოველთვის სიმღერა მინდოდა, მაგრამ ჩემს ამ ნიჭს სერიოზულად არ აღიქვამდა ოჯახი. გარდა ამისა, ჩემი ოცნების განსახორციელებლად, ჩემს ოჯახს არანაირი შესაძლებლობა არ გააჩნდა. მუსიკალური ნიჭი, როგორც ასეთი, და სიმღერის განსაკუთრებული სტილი, მოგვიანებით, ბიძაჩემმა შმაგი გუნჯუამ აღმოაჩინა. მაშინ 17 წლის ვიყავი.

- სკოლაში როგორ აფასებდნენ თქვენს სიმღერას?

- უმრავლესობამ იცოდა, რომ ვმღეროდი, მაგრამ ეს განსაკუთრებულ ნიჭად არ შეუფასებიათ. თანაც, საქართველოში, უმრავლესობისთვის თითქოს სავალდებულოა სკოლის შემდეგ პირდაპირ უნივერსიტეტში გააგრძელოს სწავლა, თორემ „ტეხავს“. მნიშვნელოვანია, რამე ისეთი პროფესია გქონდეს, რომელიც მეზობლებისთვის და საახლობლოსთვის იქნება მოსაწონი.

17  წლის  ასაკში  დავამთავრე  სკოლა, ამ დროს უკვე ნათელი იყო, რომ სიმღერა შემეძლო.  პარალელურად, ვიყავი აბიტურიენტი და ჩავირიცხე კავკასიის უნივერსიტეტში. სტუდენტობისას  მქონდა ჩემი შემოსავალი, ბარებში სიმღერით, შემდეგ იყო კონკურსი „იქს ფაქტორი“ და ყველაფერი ისე განვითარდა, რომ სრულად დავკარგე რეალობის შეგრძნება. ჩემი ცხოვრება იყო მუსიკა და სულ მაწუხებდა კითხვები, რატომ ვსწავლობდი იმას, რაც ბედნიერს ვერ გამხდიდა. ვფიქრობდი, როდემდე მოვატყუო საკუთარი თავი, რომ ყველაფერი წესრიგშია-მეთქი... შემდეგ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ვეღარ ვახერხებდი სწავლის გადასახადის დაფარვას და  გერმანიაში აუპაირის პროგრამით გამოვემგზავრე, პატარა ჩემოდნით, მცირედი თანხითა და დევიზით No Music No life.

ახლა ვარ 22 წლის და დავრწმუნდი იმაში, რომ სკოლაში მიღებული განათლებითა და ასაკით, 17-18 წლის ასაკში, შეუძლებელია იცოდე, რა გჭირდება ცხოვრებისგან, რა გინდა გააკეთო და სად წარმოგიდგენია საკუთარი თავი.

მოკლედ, ყველა მოზარდს მოვუწოდებ, ნუ იჩქარებენ გადაწყვეტილების მიღებას, დაფიქრდნენ და ისე აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები.

- რამდენი უცხო ენა იცით?

- ინგლისური და გერმანული.

- რა ოცნება გაქვთ?

- თავისუფლება.

კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია 3 ივნისს დასრულდება - დოკუმენტების ჩამონათვალი და სხვა  მნიშვნელოვანი ინფორმაცია

 სკოლების შესახებ გადაწყვეტილებებს 16 კაციანი კომისია მიიღებს - დეტალები 

ექსპერტთა შერჩევის მიზნით ვაკანსია გამოცხადდა - ვადები და დეტალები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

ცენტრს უფლება აქვს აბიტურიენტს მოსთხოვოს ატესტატის ასლის მიტანა

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

დაბა სიონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა 9 პირველკლასელმა

დირექციამ და პედაგოგებმა ახალგაზრდების წამატებისკენ სავალი გზა დაულოცეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება