სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოტივაცია მემატება, როცა ვხედავ ჩემი მოსწავლეების მიღწევებს“ - მოვსეს ალვანჯიანი, ფოკის საჯარო სკოლის დირექტორი
15-06-2022
-
+


სასწავლო წელი დასრულდა, საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები წელს აჯამებენ და გვიყვებიან რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი? რას ურჩევდნენ მოსწავლეთა მშობლებს არდადეგებზე? და რა სჭირდება ყველაზე მეტად განათლების სისტემას. 

ამჯერად, საინტერესო ბლიც-კითხვებით etaloni.ge ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის საჯარო სკოლის დირექტორს მოვსეს ალვანჯიანს დაუკავშირდა.

- სკოლა ჩემთვის არის ...

- რაღაც განსაკუთრებული ადგილი. სწორედ მისი ვარ მადლიერი ჩემი ყველა მიღწევისა და წარმატებისთვის, გამოცდილებისა და ცოდნისთვის, კარგი ნაცნობებისა და ერთგული მეგობრებისთვის. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ სკოლამ ბევრი რამ მასწავლა, კერძოდ, ის რომ, არ მეშინოდეს რაიმე ახლის ცდა და თამამად ვიარო მიზნისკენ.

- მოტივაცია მემატება როცა...

- ვხედავ ჩემი მოსწავლეების მიღწევებს. მთავარ მოტივაციას მაძლევენ მოსწავლეები, რომლებთანაც შეხება მაქვს. ვეძებ შესაძლებლობებს, გავაუმჯობესო და გავახალისო სასწავლო პროცესი, რათა თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს დადებითი გამოცდილება.

- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის ...

- არ არის ადვილი, რადგან დროის უმეტეს ნაწილს ვატარებთ ერთად. რაც შეეხება აბიტურიენტებს, მათთვის იხსნება ახალი შესაძლებლობები და ეს რაღაც ახლის დასაწყისია. ძნელია მათთან დამშვიდობება, მაგრამ მათთვის იხსნება გზა მომავლისკენ და მიზნების მიღწევისკენ. ყველას ვუსურვებ წარმატებას!

- მომავალ თაობას სჭირდება...

- წინსვლა. მაგრამ მნიშვნელოვანია ბავშვებთან ამ საუბრის სწორად აგება. ნუ „აშანტაჟებთ“ აბსტრაქტული „ცუდი მომავლის“ საშუალებით, რომელიც დადგება ცუდი პროგრესის გამო, არამედ ახსენით კავშირი „ახლა“ და „მოგვიანებით“ მაგალითების, შემთხვევების, მათ შორის საკუთარის გამოყენებით. კარგია, თუ მოსწავლე ისწავლის მომავლის წინასწარმეტყველებას და არა მხოლოდ მასზე ოცნებას. ამისთვის სკოლაში მეტი პროექტი უნდა გავაკეთოთ - კრეატიული, სოციალური.

- სასწავლო პროცესი გამორჩეული იყო...

- იმით რომ ყველა მოსწავლე ესწრებოდა სკოლის გაკვეთილებს და უფრო ხალისიანად ვსწავლობდით სიახლეებს.

- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ ...

- ბავშვის ქცევისადმი სწორ დამოკიდებულებას, რაც მოითხოვს ფრთხილად მუშაობას - თქვენ უნდა მისცეთ მას განვითარების საშუალება. დამოუკიდებლობის განვითარების პროცესი არ არის წრფივი, ბავშვი დიდ ნაბიჯებს დგამს როგორც წინ, ასევე უკან.

- სასწავლო წლის დასასრულს ...

- მინდა ვუსურვო ყველას წინსვლა და წარმატებები, როგორც მოსწავლეებს ასევე მასწავლებლებს!


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება