სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა შემეცნებითი გასვლითი ღონისძიება ჩაატარეს
15-06-2022
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგირუი საზოგადოება მუდმივად ზრუნავს, მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და აქტიურად იყვნენ ჩართულები არა მხოლოდ საგაკვეთილო პროცესში, არამედ ზოგადად სასკოლო ცოვრებაში. ხშირად  ეწყობა გასვლითი შემეცნებითი ღონისძიებები და ახლახან, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები, კლასის დამრიგებელთან - სალომე ქობალიასთან ერთად, გურიას სტუმრობდნენ, მოინახულეს ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და ამ უმშვენიერესი კუთხიდან საოცარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.

„ლამაზი, შთამბეჭდავი და შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო მე-5 „გ“ კლასში; კლასის დამრიგებელთან, სალომე ქობალიასთან ერთად, მოსწავლეებმა, მასწავლებელმა და მშობლებმა მოინახულეს უმშვენიერესი გურია და მისი ღირშესანიშნაობები: ნ.დუბაძის სახლ-მუზეუმი, ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ერკეთის დედათა მონასტერი და ნაბეღლავი.

ექსკურსიას ჰქონდა სასწავლო-შემეცნებითი და გასართობი დანიშნულება. მე-5 „გ“ კლასის მოსწავლეებმა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციით: „მზიანი გულის მწერალი“ პატივი მიაგეს  ნ.დუმბაძის ხსოვნას და კიდევ ერთხელ უკვდავყვეს მისი სახელი.

ასევე მოინახულეს და უამრავი საინტერესო ისტორიული ცნობა მიიღეს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, სადაც ნახეს სიძველეები და კიდევ ერთხელ ეზიარნენ ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და მის წარსულს; მოილოცეს ერკეთის დედათა მონასტერი, რომელიც მე-9 საუკუნის ძეგლია და საუკუნეებს გადაენდო მისი სახელი . ბოლოს კი კმაყოფილები და დადებითი ემოციებით აღვსილნი დაუბრუნდნენ ჩვენს პატარძალივით ლამაზ, კოპწია წყალტუბოს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება