სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მდგრადი ცხოვრება ბუნებასთან ჰარმონიაში“ - კერძო სკოლა „ანაბასისში“ გარემოსდაცვითი კონფერენცია ჩატარდა
14-06-2022
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ ეკოლოგთა კლუბი აქტიურად ფუნქციონირებს და არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას ატარებს.

ახლახან, ეკოლოგთა კლუბის ინიციატივით, გარემოს დაცვის მსოფლიო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა.

„გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობა და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესების ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას. 2022 წლის გარემოს დაცვის კამპანიის სლოგანია - „მხოლოდ ერთი დედამიწა“, რომელიც ფოკუსირებულია თემაზე- „მდგრადი ცხოვრება ბუნებასთან ჰარმონიაში“.

სკოლაში ჩატარდა კონფერენცია თემაზე - „მდგრადი ცხოვრება ბუნებასთან ჰარმონიაში“. კონფერენციაზე მოწვეული სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა IIU საქართველოს ახალგაზრდული ელჩი და ბრენდის ამბასადორი „ანაბასისის“ მე-6ბ კლასის მოსწავლე ელენე შალამბერიძე, რომელმაც წარმოგვიდგინა თემა გარემოს დაცვაზე ინგლისურ ენაზე; ელენე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გლობალურ პლატფორმებზე წარადგენს მოხსენებებს, მდგრადი განვითარების მიზნებზე.

კონფერენციის თემატიკა საინტერესოდ იყო შერჩეული: 1. გარემოს ქიმიური დაბინძურება-გლობალური ეკოლოგიური პრობლემები, რომელიც გამოწვეულია, როგორც ბუნებრივი, ასევე ადამიანთა საქმიანობით ანუ ანთროპოგენური ფაქტორებით - აუდიტორიას გააცნეს ძირითადი დამაბინძურებლები: ნავთობი, ბენზოლი, პესტიციდები, ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, მძიმე მეტალები, დარიშხანი, ნახშირბადის მონოქსიდი.

2. ქიმიური დაბინძურებით გამოწვეული ეკოლოგიური პრობლემები. ყურადღება გაამახვილეს სათბურის ეფექტზე, ოზონის შრის გამოფიტვაზე, მჟავა წვიმებზე.

3. ქიმია და მდგრადი განვითარება. მდგრადი განვითარების გამოძახილია ქიმიის ახალი მიმართულება მწვანე ქიმია, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩამოყალიბდა. მისი მიზანია ისეთი ტექნოლოგიების შექმნა, რომელიც ქიმიურ წარმოებას ეკოლოგიურად უსაფრთხოს გახდის. ეს გზა 12 პრინციპშია გაწერილი და შეადგენს მწვანე ქიმიის კონცეფციას.

კონფერენციის დასასრულს დაათვალიერეს საკონკურსოდ, გარემოს დაცვის თემატიკაზე შექმნილი პოსტერები, გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება მიღებული ხმების უმრავლესობით.

კონფერენციაზევე დაიგეგმა, გარემოს დასუფთავები აქცია. გარემოზე ყველა ადამიანმა უნდა იზრუნოს. ძნელია არ დაეთანხმო ეგზიუპერის სიტყვებს - „შენ არ მიგიღია დედამიწა მემკვიდრეობით შენი წინაპრებისაგან, შენ მას შენი შვილებისაგან სესხულობ“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება