სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლა ყოველგვარ გამოწვევას სათანადოდ გაუმკლავდა“- ენისე აბაშიძე, სკვანის საჯარო სკოლის დირექტორ​ი
14-06-2022
-
+


სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები წელს აჯამებენ და გვიყვებიან რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი? რას ურჩევდნენ მოსწავლეთა მშობლებს არდადეგებზე? და რა სჭირდება ყველაზე მეტად განათლების სისტემას. 

ამჯერად, საინტერესო ბლიც-კითხვებით etaloni.ge ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სკვანის საჯარო სკოლის დირექტორ​ ენისე აბაშიძეს დაუკავშირდა.

- სკოლა ჩემთვის არის. . .

- სულის ნაწილი თავისი პრობლემებითა და წარმატებით. მიმაჩნია, რომ უნდა დაინახო მიმდინარე პროცესები, თან აკონტროლო, დაგეგმო და განახორციელო, რა თქმა უნდა, თანამშრომლობით.

- მოტივაცია მემატება, როცა. . .

- ჩემი სკოლის მოსწავლეები აღწევენ წარმატებას. როდესაც შედიხარ კლასში და ხედავ მოსწავლეს, რომელიც აქტიურადაა ჩართული სასწავლო პროცესში და აღწევს შედეგს.

- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის. . .

- გულდასაწყვეტია, რადგან რაღაც დროით ემშვიდობები შენს საყვარელ მოსწავლეებს.

- განათლების სისტემას სჭირდება. . .

- მოსწავლის ინტერესებზე იყოს მორგებული, რათა უკეთ მოხდეს მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური განვითარება.

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო. . .

- იმით, რომ ყოველგვარ გამოწვევას სკოლა სათანადოდ გაუმკლავდა.

- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ. . .

- მეტი დრო დაუთმონ ბავშვებს და წააკითხონ კლასგარეშე ლიტერატურა.

- სასწავლო წლის დასასრულს. . .

- პირველ რიგში მადლობას ვუხდი თითოეულ ჩემს თანამშრომელს გაწეული შრომისათვის. ვაჯამებ წლის ნამუშევრებს, რათა მომდევნო წლისათვის გავითვალისწინოთ გასული წლის შედეგი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება