სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N103 საჯარო სკოლის მეექვსეკლასელებმა „ჩვენი საქართველოს“ შესწავლა წარმატებით დაასრულეს
10-06-2022
-
+


თბილისის N103 საჯარო სკოლის მე-6 კლასში სრულდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის „ჩვენი საქართველოს“, ორწლიანი პროგრამა.

საგნის მიზანია ასაკის შესაბამისად მოსწავლეს მისცეს ცოდნა საქართველოს ისტორიის შესახებ. მიაწოდოს საბაზო ინფორმაცია საქართველოს რეგიონების ზოგად გეოგრაფიულ მახასიათებლებზე და ამავდროულად, შეუქმნას წარმოდგენა იქ არსებულ მდგომარეობასა და ყოველი კუთხის ეთნოგრაფიულ თავისებურებებზე.

თბილისის N103 საჯარო სკოლის მე-6ბ კლასის მოსწავლეებმა საგნის მასწავლებლის, ნანა ჩხაიძის ხელმძღვანელობით დაგეგმეს და განახორციელეს პროექტი სახელწოდებით „ჩვენ ვიცნობთ და გვიყვარს ჩვენი სამშობლო“.

ამისთვის შეიქმნა შემოქმედებითი, პრეზენტატორთა და თეორიულ მასალაზე მომუშავე ჯგუფები. მოსწავლეებმა შეაგროვეს მასალა საქართველოს ადმინისტრაციული ერთეულების შესახებ, შექმნეს საქართველოს მაკეტი, გააკეთეს პრეზენტაციები და ამგვარად შეაჯამეს ორი წლის განმავლობაში ნასწავლი მასალა.

ბავშვებმა შეძლეს საქართველოს ისტორიული, კულტურული და გეოგრაფიული მრავალფეროვნება ერთ მთლიან პროდუქტში წარმოეჩინათ.

მოსწავლეთა აქტიურობა, მართლაც დიდი იყო. ითანამშრომლეს, ხალისით გაუზიარეს ერთმანეთს მოძიებული ინფორმაცია, რუდუნებით იმუშავეს მაკეტზე, თითოეული კუთხის მახასიათებელ სიმბოლოზე. 

პროექტის მიზანი იყო ნასწავლის შეჯამება, სამშობლოს სიყვარულის განცდა და სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების ხელშეწყობა ბავშვებში.

მე-6ბ კლასის მოსწავლეებმა პროექტის პრეზენტაციაზე მიიწვიეს პირველი მასწავლებელი მანანა მუჩიაშვილი, რომელმაც სიამაყით აღნიშნა, რომ ძალიან გაზრდილან ამ ორი წლის განმავლობაში და ახალი უნარები და ცოდნა შეუძენიათ.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეთა პედაგოგი გახლავთ ნანა ცქვიტარია, გუნდის კაპიტანი კი - ქეთინო მელიქიშვილი

 

 

წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება