სიახლეები
სკოლები

„მოტივაცია მემატება, როცა ჩემს ირგვლივ ვხედავ ნიჭიერ თაობას“ - მარად არძენაძე, ერგეს საჯარო სკოლის დირექტორი
10-06-2022
-
+


არდადეგების მოახლოებასთან ერთად, საინტერესოა, რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორებისთვის, მათი აზრით, რა სჭირდება განათლების სისტემას და რას ურჩევენ არდადეგებზე მოსწავლეთა მშობლებს. 

ამჯერად, საინტერესო ბლიც-კითხვებით etaloni.ge ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლის დირექტორ მარად არძენაძეს დაუკავშირდა. 

- სკოლა ჩემთვის არის ...

- მოსწავლეების მთელი გულით შეყვარება, ყოველივე უჩვეულოს საწყისი, სიახლეებისთვის მზადყოფნა და მუდამდღე ცეცხლის დანთება, სუფთა გულით ნამოღვაწარი ღვთიური სამსახური და ხვალინდელი დღის შექმნის უსაზღვრო ნიჭი.

- მოტივაცია მემატება, როცა...

- ჩემს ირგვლივ ვხედავ ნიჭიერ თაობას, ინოვაციებითა და კრეატიულობით სავსე ბავშვებს, ჩემი სკოლის თავბრუდამხვევ წარმატებებს. ალბათ გახსოვთ არქიმედეს ცნობილი ფრაზა: „მომეცით საყრდენი წერტილი და მე დავძრავ დედამიწას“. სწორედ ჩემი მოსწავლეებისა და მასწავლებლების ყოველდღიური ზრდა არის ბერკეტი, ჩემი მოქმედების აუცილებლობის შთაგონების ნიჭი.

- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის ...

- თავისებურად მტკივნეულიცაა და სასიხარულოც. მტკივნეული იმიტომ, რომ ემშვიდობები მათთან გატარებულ ყოველ წუთს, ემშვიდობები რუდუნებით შესრულებულ ულამაზეს ნახატს, რომლის დახატვასაც წლები შევალიეთ. ნახატზე იმდენი ნეტა თუ წარმატება, სურვილი თუ რეალობა მოვათავსეთ, რომ სურათი ნაირ ფერებს ძლივსღა იტევს. სასიხარულოა იმიტომ, რომ ჩვენს თვალწინ დაფრთიანდნენ, ცხოვრების ასპარეზზე გადიან და თამამად მიუყვებიან მათთვის სასურველ გზას, რომელიც დარწმუნებული ვარ, წარმატებებით იქნება სავსე.

- განათლების სისტემას სჭირდება ...

- ძირეული ცვლილებები, რომელმაც განათლების სისტემის ყველა სფერო უნდა მოიცვას. ამ ცვლილებებში გაწერილი უნდა იყოს კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული კონკრეტული ამოცანები. მთავარი და უმთავრესი მაინც ტექნიკურად აღჭურვილი სკოლა, სასკოლო სახელმძღვანელოებისა და სასწავლო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესება, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიული განათლების რეფორმირებაა.

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო...

- ჩვეული წარმატებებით, როგორც მოსწავლეების, ასევე მასწავლებლების მხრიდან. მასწავლებლები ეფექტურად იყენებდნენ სწავლების თანამედროვე მეთოდებს. მოგეხსენებათ, სკოლა ჩართულია ახალი სკოლის მოდელში, კერძოდ საკმაოდ ხარისხიანად წარიმართა კომპლექსური დავალებების განხორციელება თითქმის ყველა საგანში. სკოლა იყენებს ყველა შესაძლებლობას მოსწავლეთათვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად, რამაც საშუალება მისცა მოსწავლეებს გამოევლინათ თავიანთი ინტელექტუალური, სოციალური თუ ფიზიკური პოტენციალი რაიონულ კონფერენციებზე, მხატვრული და გამომეტყველებითი კითხვის მიმართულებით, ესეების კონკურსებზე, სპორტულ შეჯიბრებებში და სხვა.

- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ...

- აქტიურად გამოიყენონ მოახლოებული საზაფხულო არდადეგები. მთელი სასწავლო წლის განმავლობაში დაძაბული სწავლების პროცესი ჩაანაცვლონ ჯანსაღი ცხოვრების წესით. მოგეხსენებათ, თუ როგორ არის ეს თაობა მიჯაჭვული კომპიუტერზე, რაც უარყოფითად მოქმედებს ბავშვის ჯანმრთელობაზე. მათ აუცილებლად სჭირდებათ ზღვა, მთის სუფთა ჰაერი, სირბილი, გასეირნება ბუნებაში. აუცილებელია სწავლასა და ფიზიკურ აქტივობას შორის ბალანსის დაცვა, ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა ერთმანეთთან შესაბამისობაში უნდა იყოს და ეს ყველაზე კარგად მშობლებმა უნდა იცოდნენ.

- სასწავლო წლის დასასრულს...

- განსაკუთრებით სჭირდებათ მოსწავლეებს და მასწავლებლებს წახალისება და გულიანი მოფერება, უფრო იმიტომაც, რომ პანდემიის გამო საკმაოდ დაძაბული სასწავლო წელი გვქონდა. თითქოს ძალიან ნელა, მაგრამ ამავდროულად ჩქარა დადგა სასწავლო წლის ბოლო. ყველა საფეხურზე გათვალისწინებული გვაქვს გასვლითი აქტივობები მუზეუმებში, დელფინარიუმში, ჩაფიქრებული გვაქვს ლაშქრობების მოწყობა და სხვა სახალისო ღონისძიებები. მოსწავლეებს და მასწავლებლებს ვემშვიდობებით სურვილით, რომ მომავალი სასწავლო წელი მიმდინარეზე მეტად შინაარსიანი და მეტად წარმატებული იქნება.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

ძლიერი ქარი, ელჭექი... - როდიდან გამოიდარებს საქართველოში

რა წერეს ქართულის ქართულის გამოცდაზე აბიტურიენტებმა - გამოყენებული ტესტები 5 ივლისს გამოქვეყნდება

„მთაწმინდის მთავრე“ და „აივნიანი ქალაქი“ - ქართულის ბოლო ვარიანტის საკითხები ცნობილია

ქართულის გამოცდის დილის სესიაზე 2-მა აბიტურიენტმა დაიგვიანა

პროგრამული ნაწილიდან „ვეფხისტყაოსნი“ მოვიდა - ქართულის გამოცდის თემები ცნობილია

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები
საინტერესო

ევროპის ქვეყნების უმეტესობაში მშობლიურ ენაზე სწავლა უფასოა

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

სიახლეები
საზოგადოება