სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტბეთის საჯარო სკოლაში ინტეგრირებული გაკვეთილები აქტიურად ტარდება
22-03-2018
-
+


ტბეთის საჯარო სკოლაში მასწავლებლები ინტეგრირებულ გაკვეთილებს აქტიურად ატარებენ. 

მასწავლებელმა მზია გოგაძემ მოსწავლეებთან ნიკო ლორთქიფანიძის „შელოცვა რადიოთი“ განიხილა. მან ისტორიულ პარალელებზე ისაუბრა და ნაწარმოები ახლებურ ჭრილში შესთავაზა მოსწავლეებს. 

მესამე კლასში ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ლიტერატურასა და ბუნებაში ჩატარდა.  ხელმძღვანელი ნანული დავითაძე მოსწავლეებს ბუნების სიყვარულზე ესაუბრა.  

​გრიგოლ ხანძთელისა და ტაო-კლარჯეთის მნიშვნელობაზე ისაუბრა მასწავლებელმა ლია ქამადაძემ. მან მოსწავლეებს მოუთხრო თუ რა როლი ჰქონდა ერთიანი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში გრიგოლ ხანძთელს და ტაო-კლარჯეთის სამთავროს.  

მასწავლებელმა ინეზა ზოიძემ მოსწავლეებთან ერთად ერეკლე II-ის ცხოვრება განიხილა. მან ისაუბრა მეფის გზაზე ევროპისკენ, ქართლ-კახეთისა და რუსეთის ურთიერთობაზე. ისტორიის გაკვეთილმა საინტერესოდ ჩაიარა. 

ტბეთის საჯარო სკოლა ულოცავს მასწავლებლებს წარმატებული გაკვეთილების ჩატარებას. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

23 ნოემბერს მართლმადიდებლური სამყარო გიორგობას აღნიშნავს

რატომ ვერ დგინდება, რამდენს ხარჯავს სახელმწიფო განათლებაზე? - ხარვეზებზე აუდიტის სამსახურის დასკვნაში ვკითხულობთ

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება