სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N31 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მინი სპექტაკლმა თეატრალურ ფესტივალზე I ადგილი დაიმსახურა
06-06-2022
-
+


თბილისის N31 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტებში ყოველთვის აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაცია „კრიპსის”, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმისა და ორგანიზაცია „აიწინა-დაიწონას” მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი - „სწავლება თეატრისა და სიმულაციების მეთოდებით“.

პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგებსა და ვორქშოპებში მონაწილეობის შემდეგ სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, თეა ბზიშვილმა გადაწყვიტა აღნიშნული მეთოდის გამოყენება.

მასწავლებლის მიერ „მიმართულების მიმცემი“ აქტივობების განხორციელების შემდეგ, პროექტში მონაწილე მოსწავლეებმა დაიწყეს თეატრალური ფესტივალისათვის მზადება.

ძირითადი კრიტერიუმები გახლდათ: სპექტაკლში მოსწავლეთა მიერ შერჩეული პრობლემის მკაფიოდ წარმოჩენა და პრობლემის მათი თვალით დანახული გადაჭრის გზის მაყურებლისათვის ჩვენება.

მოსწავლეებმა შეარჩიეს პრობლემა, დაწერეს სცენარი, შექმნეს პერსონაჟები, დააკავშირეს ერთმანეთთან ფრაგმენტებად დაყოფილი სცენები, საკუთარი ხელით შექმნეს საჭირო რეკვიზიტები.

აღსანიშნავია, რომ მათივე გადაწყვეტილებით ორიგინალურად - იუმორით გამოკვეთეს საზოგადოებისათვის საკმაოდ მტკივნეული არაერთი პრობლემა.

1 ივნისს, პროექტის ფარგლებში გამართულ თეატრალურ ფესტივალზე, თბილისის N31 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მიერ წარდგენილი მინი სპექტაკლი პირველი ადგილის მფლობელი გახდა.

პროექტში მონაწილეობდნენ: ნიცა როგავა, ქეთი ღორთლიშვილი​, ლიზი შაღაშვილი​, ქრისტინა ხაჩიძე, ანასტასია ბზიშვილი​, გიორგი ჩაფიძე და საბა ხარებაშვილი.

სკოლა მადლობას უხდის მათ გაწეული შრომისათვის და ულოცავს დამსახურებულ გამარჯვებას.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

განსაკუთრებული ყურადღება პირველკლასელებს დაეთმო - მათ სასკოლო ცხოვრების დაწყება დირექტორმა ვერა ყურულაშვილმა და პედაგოგებმა გამორჩეულად მიულოცეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება