სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რამდენი კომპლექსური დავალება უნდა დაგეგმოს პედაგოგმა სასწავლო წლის განმავლობაში?
21-09-2022
-
+


მასწავლებლები მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვაში აქტიურად მონაწილეობენ. ცალკე განსახილველი საკითხია რამდენი პედაგოგი ემხრობა სწავლების ახალ მიდგომებს და რამდენი არა, თუმცა მასწავლებლების გადამზადება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

კომპლექსურმა დავალებებმა თავდაპირველად გაურკვევლობა გამოიწვია, თანდათანობით კი მასწავლებლებმა ისწავლეს, როგორ უნდა დაეგეგმათ ამ ტიპის დავალება, როგორ უნდა შეეფასებინათ, რა უნდა გაეთვალისწინებინათ და ა.შ.

 ხშირად მოისმენთ კითხვას - რამდენი კომპლექსური დავალება უნდა შესრულდეს ერთი სასწავლო წლის განმავლობაში? აღირიცხება თუ არა შესრულებული კომპლექსური დავალებების რაოდენობა?

მაშინ, როდესაც პედაგოგებს პირველად აუხსნეს კომპლექსური დავალებების დაგეგმვა, აღინიშნა, რომ თითოეულ სემესტრში მასწავლებელს მინიმუმ ერთი კომპლექსური დავალება უნდა დაეგეგმა, ანუ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში 2.

ყველა მასწავლებელი თანაბარი აღტაცებით არ შეხვედრია კომპლექსურ დავალებებს, ამიტომ ზოგიერთმა მათგანმა მხოლოდ ერთი კომპლექსური დავალება დაგეგმა, ზოგმა კი - არცერთი.

ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების საგნობრივი ექსპერტების განმარტებით, კომპლექსური დავალებების რაოდენობა დადგენილი არაა, თუმცა ყველა პედაგოგმა ფეხი უნდა აუწყოს სიახლეს და დავალებები მოსწავლეების საჭიროებებიდან გამომდინარე უნდა დაგეგმოს.

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა ეფუძნება მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებას, რაც გულისხმობს მოსწავლეების საჭიროებებზე, შესაძლებლობებზე, ინტერესებზე და სწავლის სტილზე ფოკუსირებას. მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების დროს მოსწავლე არის აქტიური სწავლის პროცესში, ხოლო მასწავლებელი გეზის მიმართულების მიმცემი. სწორედ აქედან გამომდინარე, კომპლექსური დავალებებიც მოსწავლის საჭიროებებიდან გამომდინარე უნდა დაიგეგმოს.

კომპლექსური დავალებების მიზანი თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენაა, ამასთან, დავალებაზე მუშაობით მათ ერთგვარი „ცხოვრებისეული გამოცდილებაც“ უნდა შეიძინონ, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლაში მიღებული ცოდნა ბავშვს ღრმად ჩაებეჭდოს გონებაში და მისი ცხოვრებაში გამოყენება შეძლოს.

იხილთ ასევე:

კომპლექსური დავალების დიფერენცირება და ინტეგრირება - განმარტება ესგ-დან

 შემაჯამებლების რაოდენობა კლასებისა და საგნების მიხედვით


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება