| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დავით კლდიაშვილის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლისა და ანბანის შესწავლის წარმატებით დასრულება საზეიმოდ, განსაკუთრებულ ვითარებაში აღნიშნეს.
პირველკლასელებმა, 27 მაისს „ანბანის ზეიმი“ სახელწოდებით - „დედაენავ ნახვამდის, ჩვენო ცოდნის ლამპარო“ მოაწყეს.
კლასის დამრიგებლის, თამარ ქოჩიაშვილის ორგანიზებით მოსწავლეებმა განვლილი სასწავლო წელი შეაჯამეს. მოწიწებით გაიხსენეს და ლექსად „გააცოცხლეს“ ქართული ანბანის 33-ვე ასო-ბგერა. უმღერეს „დედაენას“, „ანბანს“ და „სამშობლოს“ (მუსიკის მასწვალებელი ლელა სირაძე); ასევე, შეასრულეს სხვადასხვა აქტივობა. წარმოადგინეს ქორეოგრაფიული ნომერი - „ცეკვა „ქართული“ (ქორეოგრაფი მაკა ჯანიაშვილი).
გამოეხმაურნენ საზოგადო და მსოფლიო მოვლენებს და თანაგრძნობა გამოუცხადეს უკრაინელ თანატოლებს.
კლასის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა კოლეგებს თანამშრომლობისთვის. დირექციამ პირველკლასელები სიმბოლური სერტიფიკატებით დააჯილდოვა.
„ვულოცავთ პატარებს პირველი კლასის დასრულებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ