სიახლეები
სკოლები

„ვერის უბნის მელოდიები“ თბილისის N142 საჯარო სკოლაში
01-06-2022
-
+


თბილისის N142 საჯარო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა წარმატებით ინერგება, რომლის ფარგლებში არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიება დაიგეგმა თუ ჩატარდა. სკოლაში მოსწავლეთა, როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ განათლებას უდიდესი ყურადღება ეთმობა, საინტერესო პროექტებიც ხორციელდება და ამ ყველაფერში სასკოლო საზოგადოება ერთსულოვნად მონაწილეობს.

აღნიშნულის ნათელი მაგალითი კი გახლავთ 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღეს „გაცოცხლებული“ მიუზიკლი - „ვერის უბნის მელოდიები“. ღონისძიების იდეა სასკოლო პროექტის - „თავისუფლება მრავალფეროვნებაში“ ფარგლებში ჯერ კიდევ 2021 წლის სექტემბერში გაჩნდა, იდეისთვის ხორცშესხმა გაზაფხულზე აქტიურად დაიწყო და მალევე, მშობლების მხარდაჭერით, 1 თვეში განხორციელდა კიდეც.

მიუზიკლში, მოსწავლეებთან ერთად, თავად დირექტორი, ეკატერინე ენდელაძე და ვოკალის პედაგოგი, ნანა ზარქუა მონაწილეობდნენ. ქალბატონმა ეკატერინემ მრეცხავი ვარდოს წინსაფარი მოირგო და დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ „ჩვენი ლხინი, ჩვენი შვება, მხოლოდ სიყვარულშია“.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ეკატერინე ენდელაძისა და პედაგოგ ნანა ზარქუას დაუღალავი შრომით, თბილისის N142 საჯარო სკოლის ეზოში ძველი თბილისი კვლავ „გაცოცხლდა“, თითოეული კოსტიუმი და დეკორაცია სკოლაშივე შეიქმნა და ნანა ზარქუას ხელით შეიკერა.

Etaloni.ge -სთან დირექტორმა, ეკატერინე ენდელაძემ მიუზიკლის შესახებ ისაუბრა და საინტერესო დეტალებიც გაგვიმხილა:

„ვერის უბნის მელოდიები“ სასკოლო პროექტის - „თავისუფლება მრავალფეროვნებაში“, ფარგლებში დაიგეგმა და ჩვენი სკოლის რუსული და ქართული სექტორის მოსწავლეები მონაწილეობენ. მიუზიკლის პრემიერია კი, სიმბოლურად, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღეს დავამთხვიეთ, რათა გვსურს, სამყაროში კეთილი გზავნილები გავგზავნოთ - თითოეულ ბავშვს ჰქონდეს უღრუბლო ზეცა და მშვიდობიან გარემოში იცხოვროს. ღონისძიების მთავარი სულისჩამდგმელი მუსიკის პედაგოგი ნანა ზარქუაა, რომელიც არის უაღრესად შემოქმედი, დაუღალავი, ბავშვებსა და საკუთარ საქმეზე შეყვარებული ადამიანი. პროექტი - „თავისუფლება მრავალფეროვნებაში“, ერთი წელია მიმდინარეობს და არაერთი სასწავლო - შემოქმედებითი ღონისძიება განვახორციელეთ.

მიუზიკლი - „ვერის უბნის მელოდიები“ იმიტომ შევარჩიეთ, რომ ყველაზე უკეთ ჩანს ძველი თბილისი და საერთოდ, ქართული, ტოლერანტული ხასიათი. თავისუფლებაც ხომ სწორედ მრავალფეროვნებაშია და არა ვიწრო ჭრილში?!

მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი სასწავლო-შემოქმედებითი ღონისძიებები ბავშვებს უამრავ საჭირო უნარ-ჩვევას, მათ შორის აუდიტორიასთან ურთიერთობას, პრეზენტაბელურობას უვითარებს და იმავდროულად, გარკვეული კომპლექსებისგანაც ათავისუფლებს.

არაჩვეულებრივი, ნიჭიერი მოსწავლეები მყავს. ერთ-ერთმა მეექვსეკლასელმა გამამხნევა და მითხრა - რატომ ნერვიულობთ?.. დაუჯერეთ თქვენს გულს, დამშვიდდით, რადგან ყველაფერი ძალიან კარგად გამოგივათო. აქვე მსურს, ჩვენს არაჩვეულებრივ მშობლებს უდიდესი მადლობა გადავუხადო, რადგან ასე აქტიურად იყვნენ ჩართულები და მათი მხარდაჭერით ყველაფერი შევძელით, ასევე, ჩემს არაჩვეულებრივ პედაგოგიურ გუნდს, რომლებიც ყოველთვის მიდგანან მხარში. მიუზიკლის საშუალებით გვინდა ჩვენი სურვილი გამოვხატოთ, რომ სამყარო მეტად ტოლერანტული გახდეს და ერთმანეთი შევიყვაროთ“.

როგორც უკვე აღინიშნა, მიუზიკლი მუსიკის პედაგოგის და იმავდროულად, ერთ-ერთი მონაწილის ნანა ზარქუას დიდი შრომით განხორციელდა და etaloni.ge-სთან ღონისძიების შესახებ ისაუბრა.

„ძალიან ბევრი ვიშრომეთ, რათა ყველაფერი კარგად გამოგვსვლოდა და ეს ქალბატონ ეკასთან ერთად შევძელით. მიუზიკლის იდეა სექტემბერში გაჩნდა, თუმცა მისი განხორციელება გაზაფხულზე დავიწყეთ და ფაქტობრივად, 1 თვეში შევძელით ყველაფერი.  თითოეული რეკვიზიტი და კოსტიუმი სკოლაში დამზადდა და შეიკერა. ასევე, მიუზიკლი მშობლებთან ერთად დაიგეგმა და თითოეულ დეტალში აქტიურად იყვნენ ჩართულები. პროგრამა კინომუსიკაზეა აგებული და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მიუზიკლი „გაგვეცოცხლებინა“.

აღსანიშნავია, რომ თავად მონაწილე მოსწავლეებს ღელვა არ ეტყობოდათ და თითოეული მათგანი პროფესიულად მიუდგა დაკისრებულ როლს.

მიუზიკლს საპატიო სტუმრების რაგნში, მშობლებსა და სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგებთან ერთად, მასწავლებეთა პროფესიული განვითარების ცენტრის წარმომადგენლები  - გიორგი ამარიანი და ქეთევან ნატროშვილი ესწრებოდნენ.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:




კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

„ვარსკვლავების“ დაჯილდოების ცერემონიამ ბათუმში სრული ანშლაგით ჩაიარა - Izrune.ge-ს მნიშვნელობაზე მოსწავლეთა მშობლები საუბრობენ

ბაღებში დასაქმებულთა ღირსეული ანაზღაურების სისტემა და განათლების დივერსიფიცირებული მოდელები - კიდევ რა ცვლილებების დანერგვას ითვალისწინებს დოკუმენტი

NAEC-მა რეგისტრაცია გამოაცხადა - ტესტის ნიმუშები და მაქსიმალური ქულები ცნობილია

გრიფირებული სახელმძღვანელოს ავტორის სამოდელო გაკვეთილი - მასწავლებლის სახლი სემინარს ჩაატარებს

როგორ შეხვდეს დღესასწაულს ისე, რომ მომავალმა წელმა ბედნიერება, წარმატება და იღბალი მოუტანოს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

სპექტაკლის რეჟისორი გახლავთ დათო დარსალია, კლასის ხელმძღვანელი კი - ნათია თოლორდავა

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია კლასის ხელმძღვანელმა რუსუდან თევანიანმა

საახალწლო კარნავალში მონაწილეობდნენ გიმნაზიის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები და ინდივიდუალური შემსრულებლები

საინტერესო

მთავარია, წერილების გახსნის პროცესი იყოს ემოციურად დადებითი და ინსპირაციული, რაც ბავშვებს უკეთ გაახსენებს საკუთარი მიზნების მნიშვნელობას 

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება