სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ურთის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღეს ველომარათონი მიეძღვნა
01-06-2022
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს.

ბავშვთა დაცვის დღეს მიეძღვნა ველომარათონი, რომელიც სკოლის სპორტის მასწავლებლის, მამუკა ქირიას მიერ დაიგეგმა და ურთის საჯარო სკოლიდან სტარტი აიღო და ზუგდიდის მიმართულებით გაემართა ველომოყვარულ მოსწავლეთა ჯგუფი.

„ურთის საჯარო სკოლა გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს და ყველა ბავშვს უსურვებს მშვიდობას, ჯანმრთელობას და ლაღ ბავშვობას.

ეს აქტივობა აგრეთვე ხელს შეუწყობს მოსწავლე-ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და ველოსპორტის პოპულარიზაციას.

მადლობა ბ-ნ მამუკა ქირიას ასეთი ღონისძიების ორგანიზატორობისთვის, პედაგოგებს: ნინო ზაქარაიას, თამარ როგავას, თამარ კაკაჩიას, მანანა მალანიას ხელშეწყობისთვის.

სკოლის ადმინისტრაცია ასევე უღრმეს მადლობას უხდის ქ. ზუგდიდის რესურსცენტრის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელს ბატონ მამუკა ბულიას თანადგომისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციას მხარდაჭერისა და მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, მშობლებს დახმარებისთვის და თითოეულ მონაწილეს. ბედნიერად მარათონელებო! უფალი გფარავდეთ!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება