სიახლეები
სკოლები

აფხაზეთის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
01-06-2022
-
+


აფხაზეთის N12 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში ტრადიციულად ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

ამ დღის აღსანიშნავად, სკოლაში მრავალფეროვანი სხვადასხვა სახის აქტივობები გაიმართა, რომლებშიც სასკოლო საზოგადოება დიდი ხალისით მონაწილეობდა.

ზაფხულის პირველი დღე პატარებს ეძღვნებათ. 1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე,1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს აღინიშნება. 

თუმცა ისტორია 1925 წლიდან იწყება, როდესაც ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის საკითხებზე მსჯელობა დაიწყეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ბავშვთა ჯანმრთელობისა და განვითარების შენარჩუნების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური იყო, 1949 წლის ნოემბერში პარიზში ქალთა საერთაშორისო კონგრესი შედგა, სადაც დაიდო ფიცი დაუღალავი ძალისხმევისა, რათა შენარჩუნებულიყო მშვიდობა მთელს მსოფლიოში, რაც ბავშვებისთვის ბედნიერი ცხოვრების ერთადერთ გარანტად შეიძლებოდა ჩათვლილიყო.

ისტორიაში დაზუსტებით არ არის მოცემული, რატომ აღინიშნება ეს დღე 1 ივნისს, მაგრამ ერთ-ერთი ვერსიით, 1925 წელს ჩინეთის გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში თავი მოუყარა უპატრონო ჩინელ ბავშვებს და მოუწყო დღესასწაული „დუან-უცზე“ - დრაკონის ნავების ფესტივალი. ეს 1 ივნისს მოხდა, ზუსტად მაშინ, როდესაც ჟენევაში „ბავშვთა“ კონფერენცია იმართებოდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

საცდელს ტესტირებას NAEC 4 სექტემბერს ჩაატარებს - დეტალური ინსტრუქცია

სასწავლო გრანტი 293-მა სტუდენტმა მოიპოვა ან გაიუმჯობესა - იხილეთ კონკურსის შედეგები

 ბაღებში სააღმზრდელო წელი 15 სექტემბრიდან იწყება - ოფიციალური ინფორმაცია

რჩევები სასწავლო წლის დასაწყისს ნაკლებად სტრესულს გახდის მშობლებისთვისაც

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები

„მეამაყება, რომ ჩვენი მოსწავლეები არ ემზადებიან კერძო რეპეტიტორებთან და სკოლის ცოდნით ირიცხებიან უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებში“

„როგორც ხელმძღვანელი, ვისურვებდი, არ მოგვკლებოდეს მონდომებული, სწავლაზე ორიებტირებული მოსწავლეები“...

„მადლობას ვუხდით ავტორიზაციის საბჭოს, ექსპერტებს, საგანმანათლებლო რესურსცენტრს“... 

„თქვენს მშობლებს, მასწავლებლებს, მეგობრებს მუდამ ეამაყოთ თქვენი ღირსეული ნაბიჯებით“...

საინტერესო

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

განვითარებული კოგნიტური შესაძლებლობები, ემოციური არასტაბილურობა - მეცნიერებმა გაარკვიეს, როგორია მკარი დედების გავლენა ბავშვებზე 

სიახლეები
საზოგადოება