სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გომბორის საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო სტუმარს უმასპინძლეს
01-06-2022
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დეკანოზ თავმას ჩოხელს უმსაპინძლეს. 

ის საქართველოს  მწერალთა კავშირის  წევრი, სამი პოეტური კრებულისა და შვიდი „იავნანის“ ავტორია. მოსწავლეებმა მას შეკითხვები დაუსვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

მეშვიდეკლასელმა ჯაბა ჯღუთაშვილმა ფანდურზე სტუმრის ლექსი ,,გუდამაყრელი" იმღერა. მან კი, თავის მხრივ, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საკუთარი „იავნანების“ კრებულები აჩუქა.

„მოსწავლეებმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სტუმრად მოიწვიეს დეკანოზი თავმას ჩოხელი, ამღერებული ლექსების ავტორი, საქართველოს  მწერალთა კავშირის  წევრი, სამი პოეტური კრებულისა და შვიდი „იავნანის“ ავტორი. მოსწავლეები დიდი სიყვარულით შეხვდნენ პოეტური ნიჭით დაჯილდოებულ მოძღვარს. ქრისტიანობასთან, წმინდანთა და ჩვენს გმირ წინაპართა ცხოვრებასთან დაკავშირებით შეკითხვები დაუსვეს სტუმარს.
მეშვიდეკლასელმა ჯაბა  ჯღუთაშვილმა ფანდურზე მამა თავმასის ლექსი ,,გუდამაყრელი" იმღერა და მოძღვარი მოულოდნელი სიურპრიზით ძალიან  გაახარა.  
სტუმარმა საკუთარი პატრიოტული ლექსები წაუკითხა პატარებს. დალოცა, ესაუბრა სიკეთეზე, სამშობლოს სიყვარულზე. მოსწავლეებს  ურჩია, რომ კარგად ისწავლონ, ქვეყნის ღირსეულ  შვილებად აღიზარდონ, რადგან  დამოუკიდებელი სამშობლოს აშენებას ძლიერი, ჭკვიანი, ნიჭიერი თაობები სჭირდება. ბოლოს, მოძღვარმა გომბორის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებს სამშობლოსათვის სიყვარულის სახელით, ამღერებული საკუთარი  „იავნანების"  კრებულები აჩუქა“,- წერს სკოლის დირექტორი ზურაბ ქისტაური.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება