სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შუახევის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის წრე ფუნქციონირებს
20-03-2018
-
+


შუახევის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის წრე ,,ბალავარი“ ფუნქციონირებს.    

სკოლის წარმომადგენლის თქმით, წრის მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და იმ უნარების გამომუშავება, რაც მოზარდების მომავალ წარმატებას შეუწყობს ხელს. 
  
„ყოველ კვირაში გვაქვს სამუშაო შეხვედრა და სხვადასხვა სახის აქტივობები. ვცდილობთ მოსწავლეებმა გაიღრმავონ ცოდნა როგორც ლიტერატურაში, ასევე ენაში. მოზარდებს ვეხმარებით მხატვრულ-გამომეტყველებითი კითხვის ტექნიკის დაუფლებასა და სამსახიობო უნარების გამომუშავებაში“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.    

წრის წევრებმა არაერთ სასკოლო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა და მაყურებლის მოწონებაც დაიმსახურეს.    

მოზარდებმა მაყურებლის წინაშე მხატვრულად წაიკითხეს არაერთი ლექსი, სცენაზე დადგეს იაკობ გოგებაშვილის ,,იავნანამ რა ჰქმნა?!"და ნაწყვეტი ილია ჭავჭავაძის მოთხრობიდან ,,გლახის ნაამბობი" (მოძღვრის ეპიზოდი).   

იხილეთ ფოტოები და ,,ბალავარის“ ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების ამსახველი ვიდეოკადრები




კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

23 ნოემბერს მართლმადიდებლური სამყარო გიორგობას აღნიშნავს

რატომ ვერ დგინდება, რამდენს ხარჯავს სახელმწიფო განათლებაზე? - ხარვეზებზე აუდიტის სამსახურის დასკვნაში ვკითხულობთ

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება