სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

უდაბნოს საჯარო სკოლა - სკოლა საქართველოს უკიდურესი სამხრეთიდან
20-03-2018
-
+


უდაბნოს საჯარო სკოლა საქართველოს უკიდურეს სამხრეთში მდებარეობს და საკმაოდ პერსპექტიული ახალგაზრდების  კონტიგენტი ჰყავს. 

სკოლის მოსწავლეების მიღწევებზე, წარმატებებსა და პრობლემებზე Etaloni.ge უდაბნოს საჯარო სკოლის წარმომადგენელს ესაუბრა. 

- მოკლედ რომ მოგვიყვეთ თქვენს სკოლაზე და წარმატებულ მოსწავლეებზე

- უდაბნოს საჯარო სკოლა საგარეჯოს რაიონში მდებარეობს. ამჟამად, სკოლის დირექტორი გახლავთ მარიამ გელაშვილი. სკოლაში საკმაოდ ნიჭიერი ახალგაზრდები სწავლობენ, განსაკუთრებით გამოირჩევიან ლევან გუჯეჯიანი, ნიკა თოდუა, გულიკო მარტიაშვილი, ქეთევან გვარლიანი, ანა გირგვლიანი, ნატალი კორძაია, ანა მიხელიძე, ნინო ნავერიანი, ლევან ხარძიანი, გური ხარძიანი, სოფიკო იოსელიანი, ელენეარღვლიანი, ნინი თოდუა, რომლებიც ცეკვისა და სიმღერის ნიჭით არიან დაჯილდოვებულნი. 

ჩვენი მოსწავლეები გამოდიან ასევე სხვადასხვა ოლიმპიადაზე და უკვე მერამდენედ ასახელებენ ჩვენს სკოლას. 

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სკოლიდან არიან საგარეჯოს 2015-2016 და 2016-2017 სასწავლო წლების „ეტალონი მოსწავლეები“ ლევან გუჯეჯიანი და ტატო ჩართოლანი. 

- როგორც ვიცი, თქვენი სკოლა სპორტული მიღწევებითაც გამოირჩევა

- დიახ, უდაბნოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს მნიშვნელოვანი სპორტული მიღწევები აქვთ  ძიუდოში. გოგონები და ბიჭები საქართველოს ჩემპოიონატის მრავალგზის პრიზიორები არიან. განსაკუთრებით გამოირჩევიან ნინო გულბანი, იაგო გულბანი, მახარე გულბანი, გიორგი არღვლიანი, ცოტნე იოსელიანი, გიორგი ხერგიანი, დათო მეშველიანი, ნიკა ხაჭვანი. 

- ეს წარმატებები, ალბათ, მასწავლებლის დამსახურებაა...

- დიახ, სპორტის მასწავლებელი გაიოზ ჩართოლანი ათეული წლებია ჩვენს სკოლაში სპორტის სწავლებას ემსახურება და საკმაოდ შთამბეჭდავი სპორტული წარსულითაც გამოირჩევა. ის ჩვენი სკოლის უხუცესი და წარმატებული მასწავლებელია. 

- რას ეტყოდით განათლებისა და მეცნიერების მინისტრს?

- ყოველი დღე სკოლისთვის განსაკუთრებულია, რადგან თითოეული მათგანი გვაახლოვებს უკეთეს ინფრასტრუქტურულ გარემოსთან. მიუხედავად ამისა, ჩვენი ძალებით მაინც არ შეგვიძლია რაღაც საკითხების მოგვარება. მაგალითად, სპორტდარბაზი, მოედანი, ბუფეტი გასარემონტებელია. სკოლამდე გზა ნორმალურია, მაგრამ სკოლის ინფრასტრუქტურა მისახედია. მეტი ყურადღება სოფლის სკოლებს - ეს იქნება ჩვენი გზავნილი. 

იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება