| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებელთა ანაზღაურებადი შვებულება 2013 წლამდე წელიწადში 24 სამუშაო დღით განისაზღვრებოდა, დანარჩენ დღეებში დაისვენებდნენ თუ სკოლაში ივლიდნენ პედაგოგები, ეს დირექციის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული.
2013 წლის 20 ივნისის ბრძანებით კი მასწავლებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება მიეცეს ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში არანაკლებ 40 სამუშაო დღის ვადით, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს შრომით ხელშეკრულებაში. განსხვავებული ვადა შეიძლება განისაზღვროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით.
მიიღებენ თუ არა მასწავლებლები სრულ ხელფასს არდადეგების პერიოდში?
კანონის მიხედვით, პედაგოგებს ორთვიანი შვებულება სრულად უნდა აუნაზღაურდეთ. შესაბამისად, მასწავლებლები არდადეგების პერიოდშიც მიიღებენ როგორც საათობრივად დაანგარიშებულ ხელფასს, ისე სტატუსის დანამატს, ასევე დამრიგებლობის დანამატს (თუ პედაგოგი საგნის სწავლებასთან ერთად კლასის ხელმძღვანელიცაა).
ანაზღაურებადი შვებულება და სრული ხელფასი ეკუთვნით სპეციალურ მასწავლებლებსაც.
კანონში 2021 წლის 18 იანვარს შეტანილი ცვლილების თანახმად:
„მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის №84/ნ ბრძანებით გათვალისწინებულ არდადეგების პერიოდში უნარჩუნდება ამ დანართით დადგენილი წესით გაანგარიშებული შრომის ანაზღაურება“.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას