სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ცნობილი მწერლები და მოაზროვნეები, რომლებიც ოდესღაც მასწავლებლებიც იყვნენ
16-03-2018
-
+


მასწავლებლები არიან ის ადამიანები, რომლებმაც საკუთარი განსაკუთრებული მეთოდებით იმ გარემოს ფორმირებაში მიიღეს მონაწილეობა, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ. 

მოგიყვებით რამდენიმე მათგანზე.

კონფუცი
- ჩინელი ფილოსოფოსი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ჩინელებზე და მთელი აღმოსავლეთ აზიის ხალხზე, გამორჩეული მასწავლებელი იყო და ბევრი მიმდევარიც ჰყავდა. მის სწავლებაზე დაყრდნობით შეიქმნა ფილოსოფიაში მიმდინარეობა კონფუციანიზმი. 

ძველი ბერძნული სკოლა - დემოკრიტე, სოკრატე, არისტოტელე, პლატონი იყვნენ ის ფილოსოფოსები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს პედაგოგიურ პრონციპებს. სწავლისა და აღზრდის თეორიებში მათ ბევრი საინტერესო სიახლე შემოიტანეს და თავად იყვნენ გამორჩეული პედაგოგები. 
 
ჯონ ლოკი - მე-17 საუკუნის უდიდესი ბრიტანელი მოაზროვნის აზრით, ყველა ადამიანს კარგად ან ცუდად, კეთილად ან ბოროტად, სასარგებლოდ ან უსარგებლოდ 90% აყალიბებს მისი განათლება. ლოკს უაღრესად საინტერესო შრომები აქვს დაწერილი აღზრდაზე, დისციპლინაზე, კურიკულუმზე და სხვ საკითხებზე. მის იდეებსა და პრინციპებზე  დღესაც უამრავი სკოლა ფუნქციონირებს.

ფრიდრიხ ფრობელი - ამ გერმანელი განმანათლებლის იდეები მრავალი წლის შემდეგაც განიხილება განათლების განიყოფელ ნაწილად. ის იზიარებდა იოჰან პესტალოცის იდეებს. პესტალოცი იყო პირველი პედაგოგი, რომელმაც შექმნა პირველდაწყებითი სწავლების კერძო მეთოდიკები და პირველდაწყებითი სწავლების ზოგადი საფუძვლები. მისმა პროგრესულმა იდეებმა, კერძოდ, განმავითარებელი სასკოლო სწავლების იდეამ - დადებითი გავლენა მოახდინა მოწინავე პედაგოგიკური თეორიისა და სასკოლო პრაქტიკის შემდგომ განვითარებაზე. ფრიდრიხ ფრობელმა პესტალოცის იდეებით შთაგონებულმა პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო, შემდეგ კი საკუთარი სკოლაც დაარსა. 
 
ჰენრი დევიდ თორო - ამერიკელი პოეტი, ავტორი, ისტორიკოსი და ფილოსოფოსი მასაჩუსეტში შეძლებულ ოჯახში დაიბადა. ჰარვარდის კოლეჯის დამთავრების შემდეგ ადგილობრივ სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. თუმცა, სკოლაში თორომ მხოლოდ  2 კვირა დაჰყო, რადგან ადგილობრივ ხელისუფლებასთან უთანხმოება მოუვიდა, ამის შემდეგ მან გარკვეული პერიოდი კერძო მასწავლებლად და დაქირავებულ მუშად იმუშავა, შემდეგ კი წერას შეუდგა. ის ცნობილია თავისი წიგნით „უოლდენი ანუ ტყეში ცხოვრება".

ალბერტ აინშტაინი - მე-20 საუკუნის უდიდეს მეცნიერად მიჩნეული აინშტაინი შვეიცარიის ტექნოლოგიის ფედერალურ ინსტიტუტში ცდილობდა მოხვედრას, თუმცა მიუხედავად მათემატიკისა და მეცნიერების წარმატებით ჩაბარებისა, ის ჰუმანიტარულ მეცნიერებებში ჩაიჭრა და ინსტიტუტში ვერ მოხვდა. მეორე ცდის შემდეგ საბოლოოდ წარმატებით ჩააბარა გამოცდები და სწავლა ციურიხის ტექნიკურ ინსტიტუტში დაიწყო. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დაიწყო მან პედაგოგიური მოღვაწეობა.

აინ რანდი - ამერიკელი ფილოსოფოსი, რომელიც ითვლება ფილოსოფიაში ობიექტივიზმის დამფუძნებლად, გარკვეული პერიოდი მასწავლებლად მუშობდა. პედაგოგიური ცხოვრების შემდეგ, მან აქტიურ სამწერლო ცხოვრებას მიჰყო ხელი. მალე კი მისი ნაშრომების საერთო ტირაჟმა ოცდაათ მილიონს გადააჭარბა. მისი წიგნებისადმი ინტერესი დღემდე არ ნელდება. „მხარგაშლილი ატლანტი“ მიეკუთვნება მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნად წიგნებს (გაყიდვების რიცხვით აშშ-ში მას ბიბლიიის შემდეგ მეორე ადგილი უჭირავს) და იმ ნაწარმოებებს, რომლებმაც ყველაზე დიდი გავლენა იქონიეს ადამიანების აზროვნებაზე. 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

2-კვირიანი ვადა უმაღლესებისთვის - ცვლილება მინისტრის ბრძანებაში

მთავარი აკრძალვა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - მინისტრის ბრძანება

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების“ ჩასატარებლად განაცხადების მიღება დაიწყო

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პროექტი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

 

 

სკოლაში სიამაყით გვიზიარებენ ეკოკლუბ „ყვირილას“ უმნიშვნელოვანესს მიღწევას

​დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული, მოგონებებითა და სიყვარულით სავსე დღე იყო“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება