სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების პრაქტიკული კურსი გაიარეს
15-03-2018
-
+


საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებს სერთიფიკატები გადასცა. 

საჯარო სკოლა აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან, ამჯერად იგი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ პროექტში მონაწილეობდა. 
პროექტი სამოქალაქო განათლების პრაქტიკულ კურსს (Street Law) ითვალისწინებდა, რომლის ფარგლებშიც მეათე კლასის მოსწავლეებმა 15 ლექცია მოისმინეს.   

თემატიკას წარმოადგენდა შემდეგი საკითხები: სამართალი და სამართლებრივი სისტემები, კონსტიტუცია და დემოკრატია, საკანონმდებლო ხელისუფლება, სასამართლო ხელისუფლება, ადამიანის ძირითადი უფლებები, სამოქალაქო სამართალი, სისხლისსამართალი, მედიაცია, არასრულწლოვანთა უფლებები და საავტორო და სამრეწველო საკუთრების სამართალი. 
 
კურსის ფარგლებში გამოიყენეს სწავლების შემდეგი მეთოდები: კლასიკური ლექცია, ვერბალური გადმოცემა, ახსნა–განმარტებითი მეთოდი, ჯგუფური მუშაობა, დემონსტრირების მეთოდი, დისკუსია/დებატები, შემთხვევის ანალიზი და ა.შ.   

სკოლის ადმინისტრაციის თქმით, მოსწავლეები სალექციო კურსით კმაყოფილი დარჩნენ. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

23 ნოემბერს მართლმადიდებლური სამყარო გიორგობას აღნიშნავს

რატომ ვერ დგინდება, რამდენს ხარჯავს სახელმწიფო განათლებაზე? - ხარვეზებზე აუდიტის სამსახურის დასკვნაში ვკითხულობთ

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება