TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რას ნიშნავს სასწავლო დანაკარგი და როგორ ფასდება მისი მოცულობა
22-05-2022
-
+


ტერმინი სასწავლო დანაკარგი განიმარტება როგორც ცოდნისა და უნარების სპეციფიკური დანაკარგი ან აკადემიურ განვითარებაში შეფერხება, რაც ძირითადად დაკავშირებულია საგანმანათლებლო პროცესის შეწყვეტასთან ან/და შესაძლებლობებს შორის უთანასწორობის გაღრმავებასთან. (UNESCO, 2020).

სასწავლო დანაკარგში შესაძლებელია გამოიყოს შემდეგი კატეგორიები:

1. აკადემიური დანაკარგები - მოიცავს კურიკულუმთან დაკავშირებულ იმ ცოდნასა და უნარებს, რომლებიც უნდა შეეძინა მოსწავლეს დროის გარკვეულ პერიოდში;

2. სოციალური დანაკარგები - გულისხმობს სოციალური იზოლაციით, თანატოლებთან და  მასწავლებლებთან ურთიერთობის შეზღუდვით მოსწავლის სოციალურ განვითარებაში შეფერხებას;

3. ფსიქო-ემოციური დანაკარგები - დაკავშირებულია ყოველდღიური რუტინისა და სტაბილურობის რღვევით გამოწვეულ სტრესთან, არასტაბილურ გარემოსთან  ადაპტირებასთან, გაურკვევლობით გამოწვეულ მდგომარეობასთან. სტრესთან, არასტაბილურ გარემოსთან ადაპტირებასთან, გაურკვევლობით გამოწვეულ  მდგომარეობასთან.

ზემოთ დასახელებულ თითოეულ განზომილებაში დანაკარგები განსხვავებულია სხვადასხვა ასაკის, საცხოვრებელი ადგილის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, ემოციური განვითარების მოსწავლეებში, თუმცა, თითქმის ყველა კატეგორიაში ამა თუ იმ პროპორციით ფიქსირდება თითოეული სახის სასწავლო დანაკარგი (UNESCO, UNICEF and the World Bank, 2020).

ამასთან, როდესაც საუბრობენ სასწავლო დანაკარგზე, განარჩევენ მის, სულ მცირე, ორ ფორმას:

1. სასწავლო დანაკარგი, რომელსაც ადგილი ჰქონდა სასწავლო პროცესის სრულად შეწყვეტის დროს;

2. სასწავლო დანაკარგი, რომელსაც ადგილი ჰქონდა დისტანციური ან/და ჰიბრიდული სწავლების დროს.

OECD გასცემს რეკომენდაციას, რომ მოხდეს სასწავლო დანაკარგის გაზომვა და შეფასება, როგორც სკოლების სრული დახურვის, ისე დისტანციური სწავლების პერიოდში, რადგანაც სწავლების დისტანციური და სხვა ფორმები სრული ხარისხით ვერ ანაცვლებს სწავლების ტრადიციულ ფორმას და ვერ უზრუნველყოფს დანაკარგის პრევენციას (Hanushek & Woessmann, 2020).

COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული დანაკარგის შეფასებისათვის იუნესკომ შეიმუშავა ერთგვარი ჩარჩო, რომელიც მიღებული მონაცემების მიხედვით, საშუალებას იძლევა, შეფასდეს სასწავლო დანაკარგის ორი განზომილება: დანაკარგის მოცულობა და მისი განაწილება სხვადასხვა ჯგუფს შორის.

სასწავლო დანაკარგის მოცულობა წარმოადგენს ცვლადს, რომელიც შეიძლება გამოისახოს წლებში, ქულებში, პოტენციური შემოსავლის რაოდენობაში. უფრო კონკრეტულად, სასწავლო დანაკარგი აღიწერება აკადემიურ მოსწრებაში განსხვავებების სახით, რაც გულისხმობს, ამა თუ იმ საფეხურზე, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების შემცირებას, სხვა ცვლადების გაკონტროლების პირობებში და აკადემიურ მიღწევებში განსხვავებების სახით, როდესაც მოსწავლეთა მიერ ეროვნულ, ყოველწლიურ სტანდარტიზებულ გამოცდებსა და შეფასებებში მიღებული ქულები მცირდება, სკოლიდან გარიცხვისა და სკოლის მიტოვების მაჩვენებლებით.

თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში უთანასწორობის საკითხი აქტუალურობას არ კარგავს. მოსწავლეებს, მათი საცხოვრებელი ადგილის, სქესის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების გათვალისწინებით, განსხვავებულად მიუწვდებათ ხელი ხარისხიან განათლებაზე. COVID19-ის საგანმანათლებლო სისტემაზე გავლენის შესასწავლად ჩატარებულმა არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ სასწავლო დანაკარგები უთანასწოროდ
არის განაწილებული. კერძოდ, მოწყვლადი ჯგუფებისათვის ის მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე მოსწავლეთა მეინსტრიმული უმრავლესობისათვის (UNESCO, UNICEF and the World Bank, 2020). COVID19-ით გამოწვეულმა პანდემიამ გაამწვავა უკვე არსებული უთანასწორობა საგანმანათლებლო სივრცეში. დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის შედეგად, სასწავლო პროცესი უფრო მეტად გახდა დამოკიდებული საშინაო გარემოსთან და შესაბამისად, მოსწავლისა თუ მასწავლებლის სოციალურმა, ეკონომიკურმა, დემოგრაფიულმა მდგომარეობამ უფრო მეტი გავლენა იქონია განათლების ხარისხზე (Schleicher, 2020).

აღნიშნული ცვლადების საშუალებით, სასწავლო დანაკარგების გაზომვის მიზნით სხვადასხვა მიდგომა გამოიყენება. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია დანაკარგების პირდაპირი გაზომვა მოსწავლეთა პოპულაციური კვლევების საშუალებით, რომელიც აჩვენებს მოსწავლის მიღწევების სხვაობას სასწავლო პროცესის შეწყვეტამდე/ცვლილებამდე და შემდგომ. მეორე, ასევე გავრცელებული, მიდგომაა დანაკარგების პროგნოზირება მოსწავლეთა მიღწევების შესახებ ხელმისაწვდომი სტატისტიკური ინფორმაციის გამოყენებით. ცალკეულ სახელმწიფოებში სასწავლო დანაკარგების შესწავლა განხორციელდა არაპირდაპირი გაზომვის.

წინამდებარე კვლევის კონცეფცია ეფუძნება სწორედ აღნიშნულ მეთოდოლოგიას და წარმოადგენს მის ადაპტირებულ და საქართველოს კონტექსტზე მორგებულ ვერსიას.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება