სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლაში ხელმარჯვე გოგონები სწავლობენ
13-03-2018
-
+


ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლაში მე-7-მე-11 კლასის მოსწავლეებმა გაზაფხულის მოსვლა  კონკურსით - „ხელმარჯვე გოგონები“ აღნიშნეს. 

სკოლაში მშობლების, მოსწავლეებსა და მასწავლებლების ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით გუნდური აქტივობები მოეწყო. გუნდში გაერთიანებული იყო მშობელი, მოსწავლე და მასწავლებელი. 

მოსწავლეები ერთმანეთს ხილისა და ბოსტნეულის სალათების მომზადებაში, ქაღალდისგან საღამოს კაბების შექმნაში და პოდიუმზე ოსტატურად გავლაში შეეჯიბრნენ. 

მაყურებლებში განსაკუთრებული მოწონება იაპონურმა იკებანამ დაიმსახურა. სკოლის აღსაზრდელებმა ყვავილებით მორთვის ხელოვნებით ჟიურიც მოხიბლეს.  

კონკურსში ჩართული იყვნენ ვაჟებიც, რომლებმაც თანაკლასელ გოგონებს თანამედროვე და ორიგინალური ნაწნავები  დაუწნეს და ჩვილის მოვლის ოსტატობა აჩვენეს. 

საუკეთესო „ხელმარჯვე გოგონების“ გუნდები სამახსოვრო სიგელებით და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
 
მაყურებლების თქმით, კონკურსი საზეიმო, საგაზაფხულო და  სახალისო გამოვიდა.   

სკოლა მადლობას უხდის ორგანიზატორს, კონკურსის იდეის განმხორციელებელს, სკოლის დამსახურებულ პედაგოგს მადონა ხონელიძეს და კონკურსში ჩართულ თითოეულ მონაწილესა და მხარდამჭერს. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

დირექტორმა, ნარგიზ სამხარაძემ და პედაგოგებმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და ცოდნის, აღმოჩენების, ახალი გამოცდილებისა და წარმატების კიდევ ერთი წელი უსურვეს

 

 

 

სკოლის დირექცია პირველკლასელებს სასკოლო ცხოვრების დაწებას ულოცავს

მოსწავლეთა დაბრუნებას სკოლაში განსაკუთრებულად ელოდნენ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება