| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დილისკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს ულამაზესი საღამო მოუწყვეს.
ტრენერ - მასწავლებელმა იამზე მსხვილიძემ მოსწავლეებთან ერთად დაგეგმა და განახორციელა პროექტი „დედა - სიცოცხლის დიდო საწყისო“, რომელშიც ჩართული იყო IV, V, VI, VII კლასის მოსწავლეები. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა თავად შექმნეს ილუსტრაციები თემაზე „დედა“, გააფორმეს კედილის გაზეთი, მოამზადეს მისალოცები და ვიქტორინა.
ამასთანავე, შეისწავლეს ლექსები, სიმღერები, ცეკვები და ლამაზი ღონისძიებით დაამთავრეს პროექტი.
ღონისძიების დასრულების შემდეგ ერთერთმა მოსწავლემ კომენტარი გააკეთა:
ანაჰიტ გოგოიანი - „მე ძალიან მომწონს ქართული ცეკვები და სიმღერები, ჩვენი მასწავლებლის დახმარებთ შევისწავლეთ ქართული სიმღერები, აჭარული, რაჭული და მთიულური ცეკვა“.
სკოლის განცხადებით, მოსწავლეებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ღონისძიებებში ჩართვა, რომელიც ხელს უწყობს სახელმწიფო ენის დაუფლებას, ქართული კულტურის გაცნობასა და ინტეგრაციას.
იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია
„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების“ ჩასატარებლად განაცხადების მიღება დაიწყო
ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს
პროექტი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა