სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გენდერულ თანასწორობაზე იმსჯელეს
08-03-2018
-
+


ვალის N2 საჯარო სკოლაში პროექტი-ღონისძიება ,,მოძველებული სტერეოტიპები, გენდერი და ჩვენ...“ გაიმართა.  

ღონისძიების ორგანიზატორები პედაგოგები- ირმა ხითარიშვილი და ლიანა სარიშვილი არიან. პროექტში მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

პროექტის მონაწილეებმა ქალური და მამაკაცური პროფესიები დახატეს, დაათვალიერეს სხვადასხვა საგნის სახელმძღვანელოების ილუსტრაციები და განიხილეს, დაცული იყო თუ არა გენდერული ბალანსი.  

მე-10 და მე-11 კლასელებმა აუდიტორიას წარუდგინეს ესეები და პირადი დამოკიდებულების გამომხატველი პლაკატები.  

საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა შეისწავლეს გენდერულ საკითხებსა და ყველაზე გავრცელებულ სტერეოტიპებზე საზოგადოების მოსაზრებები. 

დაკვირვების შედეგები მოსწავლეებმა მსმენელებს მინი-ბანერებისა და მოკლე რეფერატების სახით წარუდგინეს. 

ზოგიერთი სტერეოტიპის გაანალიზებას საინტერესო დისკუსია მოჰყვა. 

საბოლოოდ, მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ,,სტერეოტიპები არარეალურია, მთავარია შედეგი! მნიშვნელოვანია, რომ საქმე აკეთოს მან, ვისაც ეს კარგად გამოსდის! უარი ვთქვათ სტერეოტიპებზე და დავიცვათ ერთანეთის უფლებები!“.  

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

2-კვირიანი ვადა უმაღლესებისთვის - ცვლილება მინისტრის ბრძანებაში

მთავარი აკრძალვა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - მინისტრის ბრძანება

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების“ ჩასატარებლად განაცხადების მიღება დაიწყო

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პროექტი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

 

 

სკოლაში სიამაყით გვიზიარებენ ეკოკლუბ „ყვირილას“ უმნიშვნელოვანესს მიღწევას

​დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული, მოგონებებითა და სიყვარულით სავსე დღე იყო“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება