სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა კრიტერიუმებით შეფასდება პედაგოგების ანალიტიკური ნაწერი გამოცდაზე
26-06-2022
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წამყვანობისა და მენტორობის მსურველი მასწავლებლებისთვის ტესტის ნიმუში უკვე გამოაქვეყნა.

სტატუსის ამაღლების მსურველთა გამოცდა 2022 წელს პირველად ტარდება. შესაბამისად, მასწავლებლებისთვის სიახლე იქნება ახალი ტიპის ტესტიც.

გამოცდაზე გამსვლელებისთვის ერთ-ერთი დავალება ფუნქციური/ანალიტიკური წერა იქნება, რომელიც, გამოქვეყნებული ნიმუშის მიხედვით, მაქსიმუმ 8 ქულით შეფასდება.

რა მოეთხოვება მასწავლებელს ფუნქციური წერის დროს? რა კრიტერიუმებით შეფასდება ნაშრომი და როგორ უნდა მოიპოვოთ მაქსიმალური ქულა?

ფუნქციურ წერილში საქმიანი წერილი იგულისხმება. გამოსაცდელების ნაშრომი 5 კრიტერიუმით შეფასდება:

I კრიტერიუმი: მოთხოვნის ჩამოყალიბება (მაქსიმალური 2 ქულა)

II კრიტერიუმი: მსჯელობის დასაბუთება (მაქსიმალური 2 ქულა)

III კრიტერიუმი: ნაშრომის აგება (მაქსიმალური 1 ქულა)

IV კრიტერიუმი: სტილი, ლექსიკა (მაქსიმალური 2 ქულა)

V კრიტერიუმი: სინტაქსი, მორფოლოგია, პუნქტუაცია (მაქსიმალური 1 ქულა)

თუ პირველი კრიტერიუმის მიხედვით სათქმელს გასაგებად და ნათლად ჩამოაყალიბებთ, 2 ქულას დაიმსახურებთ, 2 ქულა დაგემატებათ დამაჯერებელი არგმენტირებული მსჯელობის შემთხვევაშიც. სტრუქტურულად გამართული ნაწერი 1 ქულით შეგიფასდებათ, თუ ნაწერი ლექსიკურად მდიდარი იქნება, სტილი კი - გამართული, დამატებით 2 ქულას დაიმსახურებთ, მე-5 კრიტერიუმის მიხედვით კი 10-ზე მეტი სინტაქსური, მორფოლოგიური და პუნქტუაციური შეცდომა არ უნდა დაუშვათ, თუ ამ ტიპის შეცდომა 10-ზე მეტი იქნება, 0 ქულას მიიღებთ, 10-ზე ნაკლები შეცდომის შემთხვევაში კი 1-ს.

2 ქულით შეფასებულ კრიტერიუმებში თუ სათქმელს ნახევრად წარმოაჩენთ, 1 ქულას დაიმსახურებთ, თუ საერთოდ ვერ უპასუხებთ მოთხოვნას - ამ შემთხვევაში 0-ს.


იხილეთ ასევე: რას ნიშნავს ფუნქციური წერა და რა უნდა გაითვალისწინონ მასწავლებლებმა სტატუსის ამაღლების გამოცდაზე?


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება