| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სემესტრის განმავლობაში მოსწავლეები განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებით ფასდებიან.
განმსაზღვრელი შეფასების დაწერა აუცილებელია V კლასის მეორე სემესტრიდან XII კლასის ჩათვლით. მასწავლებელმა ამავე კლასის მოსწავლეები ქულებით უნდა შეაფასოს შემაჯამებელი დავალების შესრულების დროსაც. რა თქმა უნდა, შემაჯამებელი წერის შედეგი აისახება საბოლოო, სემესტრულ ქულაზეც.
მოგეხსენებათ, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, თითოეულ საგანში განსაზღვრულია სემესტრის განმავლობაში ჩასატარებელი შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმალურ რაოდენობა. მოსწავლე ვალდებულია შეასრულოს კლასში ჩატარებული ყველა შემაჯამებელი დავალება. თუ მოსწავლე გააცდენს რომელიმე შემაჯამებელ დავალებას, სკოლა ვალდებულია, მისცეს მას გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენის საშუალება.
როგორ გამოანგარიშდება სემესტრული ქულა თუ მოსწავლე ყველა სავალდებულო შემაჯამებელ დავალებას არ დაწერს?
საგნის სემესტრული ქულის გამოანგარიშებას თავისი წესი აქვს:
იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს არა აქვს შესრულებული ყველა ჩატარებული შემაჯამებელი დავალება, მისი სემესტრული ქულის გამოსაანგარიშებლად სხვადასხვა კომპონენტში მიღებული ქულების ჯამი უნდა გაიყოს მიღებული ქულების რაოდენობისა და შეუსრულებელი შემაჯამებელი დავალებების რაოდენობის ჯამზე.
იხილეთ ასევე: როდის უნდა შეიმუშაონ მასწავლებლებმა შეფასების კრიტერიუმები და რა არის სავალდებულო შემაჯამებელი დავალების დაგეგმვისას
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„მოსწავლეები გაცილებით მობილიზებულები არიან“
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ