| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სასიამოვნო და ამაღლებული განწყობა სუფევდა როინ მიროტაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის მორძგვეთის საჯარო სკოლაში.
მოსწავლეები თავიანთ მშობლებთან, პედაგოგებთან და ადგილობრივი თემის წარმომადგენელ ქალბატონებთან ერთად დედის დღეს ზეიმობდნენ. ლექსს სიმღერა ცვლიდა, სიმღერას-ცეკვა, ცეკვას-მუსიკალური სკეტჩები და წარმოდგენები...
განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ მედეა ასანიძე, ნინო მეგრელიშვილი, დები ანა და მარიამ კაპანაძეები, და-ძმა ნესტანი, შორენა, გიორგი ნიშნიანიძეები.
ღონისძიებაში ჩართული იყო ყველა მოსწავლე: ძმები ლუკა და დავით ღვალაძეები, და-ძმა მარიამ და გიორგი აბუთიძეები, მარიამ კაპანაძე, მანანა კაპანაძე, ნიკა მეგრელიშვილი, ერთადერთი პირველკლასელი ილია მოდებაძე რომელმაც შესანიშნავად წაკითხული ლექსით მიულოცა დედის დღე თავის დედიკოს...
სკოლის დირექტორმა მაია ბარჯაძემ მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და მათ მასწავლებლებს მზია ღვალაძეს, ნათია მესხიშვილს, მეგი გიორგაძეს, ეკატერინე კაპანაძეს ღონისძიების მომზადებაში გამოჩენილი აქტიურობის გამო.
იხილეთ ფოტოები
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
23 ნოემბერს მართლმადიდებლური სამყარო გიორგობას აღნიშნავს
რატომ ვერ დგინდება, რამდენს ხარჯავს სახელმწიფო განათლებაზე? - ხარვეზებზე აუდიტის სამსახურის დასკვნაში ვკითხულობთ
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება