სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვით საკითხებზე საინტერესო პრეზენტაციები ჩაატარეს
24-03-2022
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ორ მნიშვნელოვან თარიღთან - წყლის რესურსების დაცვისა და ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თანატოლების ცნობიერების ამაღლების მიზნით საინტერესო პრეზენტაციები გააკეთეს.

მოსწავლეებმა ამ ორი მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო საინტერესო ინფორმაცია და მოძიებული მასალები წარადგინეს. ბავშვებმა თემების ირგვლივ ამომწურავად ისაუბრეს.

„22 მარტი მსოფლიო წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით აღინიშნება. ამ დღის დაწესებისა და აღნიშვნის მიზანია, მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს, როგორი მნიშვნელობა აქვს წყლის რესურსების მოფრთხილებას და მის დაცვას. საქართველო წლის რესურსით მდიდარი ქვეყანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ მოქალაქეს კიდევ უფრო კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული ამ რესურსის სწორად გამოყენების და მისი დაცვის მნიშვნელობა.

2012 წლის 21 მარტიდან ტყის საერთაშორისო დღე ყოველ წელს აღინიშნება, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აღიარა. ამ დღის მიზანია ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში ტყეების მნიშვნელობის შესახებ. ქვეყნებს მოუწოდებენ, განახორციელონ ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზება, როგორიცაა ხეების გამწვანების კამპანია. ყოველ წელს 13 მილიონამდე ჰექტარი ტყე ნადგურდება მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც დაახლოებით ინგლისის ფართობის ტოლია. რაც მთავარია, ტყეები კრიტიკულ როლს ასრულებენ კლიმატის ცვლილებებში, რომლის შედეგიცაა გლობალური დათბობა. დღეს, ტყეები მთელი მსოფლიო მიწის 30% -ზე მეტ ნაწილს ფარავს და მოიცავს 60 000-ზე მეტ ხის ჯიშს, რომლიდანაც ბევრი ჯერ კიდევ შესასწავლია. მნიშვნელოვანია, რომ ტყე ამარაგებს მსოფლიო მოსახლეობის 1.6 მილიარდზე მეტ ხალხს საკვებით, წყლითა და მედიკამენტებით. სწორედ ამიტომაც, მნიშვნელოვანია, მეტი დაინტერესება და ინფორმირება მოხდეს ტყის მნიშვნელობის შესახებ, რათა ერთად გავუფრთხილდეთ გარემოს და ვიზრუნოთ მომავალი თაობებისთვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება