სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კარწახის საჯარო სკოლაში დედის დღეს ღონისძიება სახელწოდებით „მიყვარხარ დედა“ ჩატარდა
05-03-2018
-
+


სეროვბე ბენგოიან-ლევონიანის „ჯივანის“ სახელობის კარწახის საჯარო სკოლაში დედის დღეს ღონისძიება სახელწოდებით „მიყვარხარ დედა“ ჩატარდა. 

„სუბიექტურიც და, ამავე დროს ობიექტურიც ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ უფალმა, იცოდა რა ქალის ძლიერი ბუნების, მისი შინაგანი სამყაროს შესახებ, დააკისრა მას ყველაზე მძიმე, თუმცა ლამაზი მისია - დედობის მისია და ქალი რისი ქალია, თუ ამ ვალს უფლის წინაშე არ შეასრულებს პირნათლად და ესოდენ მძიმედ სატარებელ ტვირთს სასიამოვნოდ არ აქცევს. ქალი, დედა, ის ადამიანია, რომელსაც ყოველდღე მოფერება, მზრუნველობა სჭირდება და რაოდენ სასიამოვნოა, როცა ამას გრძნობენ შვილები, ისინი, ვინც არიან გაგრძელება ქალის, დედის არსებობის. დედის დღე მხოლოდ 3 მარტი კიარა, ყოველი დღეა, როცა პირმშოს ბედნიერს ხედავს. 

დედებს მიეძღვნათ ლამაზი საღამო კარწახის საჯარო სკოლაში, სადაც შვილებმა ულამაზესი სიტყვებით, ლექსებით, სიმღერებითა თუ ცეკვებით მიულოცეს დედიკოებს გაზაფხულის ეს უმშვენიერესი დღე. კარწახი ჯავახეთშია, ჯავახეთს გაზაფხული ჯერ არ დატყობია, მაგრამ რას დააკლებს სუსხი, თოვლი, ქარი ამდენ თბილ გულს, რა შეუძლია  გარეთ სიცივეს, როცა სულში გაზაფხულია. 

ძალიან ლამაზი, ემოციური, სიყვარულით სავსე, განუმეორებელი იყო ის, რაც მოსწავლეებმა აჩვენეს. ცრემლი ბრწყინავდა თითოეული დედის თვალში და, რაც ყველაზე მთავარია, საღამო ორ ენაზე, ქართულად და სომხურად გაიმართა. 

არავინ გრძნობდა, რომ უცხო სიტყვა ესმოდა, დედებს ხომ ისედაც უთქმელად ესმით შვილების, დასრულდა ულამაზესი საღამო და უდიდესი შთაბეჭდილებით სავსე მაყურებელი ვერც კი გრძნობდა, რომ ამ სითბოთი სავსე დარბაზს მიღმა ჯერ კიდევ შორსაა გაზაფხული....

საღამო მოამზადა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა თამარ კვინიკაძემ, სომხურის კათედრის წარმომადგენლებთან სათენიკ იგიტიანთან და ჰაკობ ქეროფიანთან ერთად, ასევე სკოლის დირექტორ ერვანდ ვარდერესიანთან ერთად, რომელიც ყოველთვის გვერდში უდგას კოლეგებს ყველა კარგი საქმის წამოწყების დროს.“

ავტორი: კარწახის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ კვინიკაძე


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება