სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სექტემბრამდე სკოლებმა გამოაცხადონ საგნის მასწავლებლების ვაკანსიები“ - მარიამ ჩიქობავა
18-03-2022
-
+


სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, მარიამ ჩიქობავა მოსწავლეებისა და მშობლებისთვის, მეორე უცხოური ენი შესწავლასთან დაკავშირებით, რამდენიმე განმარტებას აკეთებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

დაწყებითი კლასების მშობლების საყურადღებოდ! კონკრეტულად კი - მე-4 კლასის მშობლების საყურადღებოდ!

თქვენი შვილები მე-5 კლასიდან დაიწყებენ მეორე უცხოური ენის შესწავლას: მეორე უცხოური ენა არჩევითია; ის შეიძლება იყოს ნებისმიერი ენა;

სკოლამ აუცილებლად უნდა შემოგთავაზოთ არჩევანი მინიმუმ ორ უცხოურ ენას შორის (ინგლისური არ ითვლება, ისედაც სავალდებულოა პირველივე კლასიდან);

თუ მშობლების უმრავლესობამ აირჩია მაგ. გერმანული ენა, თქვენ კი გსურთ, რომ თქვენმა შვილმა ისწავლოს ფრანგული ენა, აქ 2 ვარიანტი გრჩებათ: ა) ფრანგული ენის მსურველების გარკვეული რაოდენობა მოგროვდეს თქვენი შვილის კლასშივე და სკოლამ დაგიდასტუროთ, რომ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, რომ განაყოფებს სხვადასხვა ენა შესთავაზოს, ან ბ) პარალელურ კლასიდან/კლასებიდან მოგროვდნენ ფრანგული ენის მსურველი მშობლები/მოსწავლეები და ასე შეიკრას ფრანგული ენის ჯგუფი;

სკოლამ შეიძლება გითხრათ, რომ მათ არ ჰყავთ მაგალითად ფრანგულის მასწავლებელი და ამ მიზეზით ვერ შემოგთავაზებთ ამ ენას. სწორედ ამიტომ, ახლავე მოითხოვეთ ამ საკითხის გარკვევა. სექტემბრამდე საკმარისი დროა იმისთვის, რომ სკოლამ გამოაცხადოს შესაბამისი საგნის მასწავლებლის ვაკანსია. ნუ, თუ მსურველი არ გამოჩნდა, ან ვერ შეირჩა, მაშინ შესაძლოა, დათანხმდეთ სკოლის მიერ შემოთავაზებულ არჩევანს, ან სხვა სკოლაში გადაიყვანოთ თქვენი შვილი, სადაც სწორედ ფრანგული ისწავლება.

ასევე იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ უზრუნველყოფილია მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები, შესაბამისად მომზადებული მასწავლებლები, ასევე მცირე საგრანტო დაფინანსება სკოლებისთვის. ამ ეტაპზე, იტალიის საელჩო გვთავაზობს შესაძლებლობას, მხოლოდ თბილისის მასშტაბით დამატებითი სკოლები ჩართოს პროგრამაში და სკოლების სურვილის შემთხვევაში მე-5 ან მე-10 კლასებში იტალიური ენის, როგორც მეორე უცხოური ენის სწავლებას დაუჭიროს მხარი.

მშობლებო, იმედია, თქვენი შვილების მომავალ საგანმანათლებლო პერსპექტივებს (ამერიკულის გარდა) სწორედ ევროპულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხედავთ, სადაც შესაძლებელია საგრანტო დაფინანსების მოპოვება, თუკი ადგილობრივ ენაზე მიიღებს სტუდენტი განათლებას. ამდენად, თქვენს შვილებს აუცილებლად დასჭირდებათ ენის ფლობა აკადემიურ დონეზე. მე-5 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით შესაბამისი უცხოური ენის შესწავლა კარგი საფუძველია შემდგომში ხარისხიანი ევროპული განათლების მისაღებად.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება