სიახლეები
სიახლეები

„ნაეკი“ გამოცდებთან დაკავშირებულ 20 აქტუალურ კითხვას პასუხობს - დეტალები
14-03-2022
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამცდებთან დაკავშირებით აქტუალურ კითხვებს პასუხობს:

. რამდენი პროგრამის არჩევის საშუალება აქვს აბიტურიენტს და რა თანმიმდევრობით შეგვიძლიათ ავირჩიოთ ისინი?

- ჩვენი რჩევა ასეთია: პირველ და მეორე ადგილას ყოველთვის დაწერეთ ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომლებზეც ყველაზე მეტად გსურთ ჩარიცხვა და სწავლის გაგრძელება, შემდეგ კი შეგიძლიათ განუსაზღვრელი რაოდენობით მიუთითოთ პროგრამები ცნობარში მოცემული ინფორმაციის გათვალისწინებით.

- აუცილებელია თუ არა გამოცდაზე შესასვლელად პირადობა წარმოვადგინოთ, თუ დაბადების მოწმობითაც შეიძლება? თუ 4 ივლისამდე არ ვიქნები სრულწლოვანი, რა მოვიმოქმედო?

- რეგისტრაციის დროს მხოლოდ პირადი ნომრის ჩაწერა დაგჭირდებათ შესაბამის ველში, გამოცდაზე კი აუცილებლად  თან უნდა იქონიოთ საგამოცდო ბარათი და პირადობის (ბინადრობის) დამადასტურებელი დოკუმენტი/პასპორტი ან სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული განაცხადი/განცხადება - ანკეტა/ამონაბეჭდი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია თქვენი ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი.

- რეგისტრაციის დროს შემოქმედებითი ტურს მხოლოდ ვირჩევ, თუ ამ გამოცდის საფასურსაც ვრიცხავ?

 - შემოქმედებით ტურს ირჩევთ თანხის გადახდის გარეშე, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად  უნდა მიმართოთ შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციას.

- რეგისტრაციის დროს თანხას რამდენს ვიხდით?

- ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური (ერთი გამოცდისათვის) 10 ლარია. ამავე თანხას იხდის სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეც. პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის  დარეგისტრირება უფასოა, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატებისა და მასწავლებლობის მსურველი პირებისათვის რეგისტრაციის საფასური 50 ლარია.

- რას ნიშნავს გრაფა „სპეციალური პირობა“, საჭიროა თუ არა მისი მონიშვნა იმ შემთხვევაში, თუ სათვალეს ვატარებ?

- სპეციალური პირობის მონიშვნა და შემდგომ ფორმა N100-ის წარმოდგენა 14 აპრილის 18:00 საათამდე ევალებათ იმ პირებს, რომლებიც საჭიროებენ გამოცდების დროს სპეციფიკური გარემოს შექმნას. მხედველობის სათვალის გამო სპეციალური პირობის  მონიშვნა  საჭირო არ არის.

- თუ ავირჩევ პროგრამას, რომელსაც აკრედიტაციის ვადა რამდენიმე თვეში გასდის, რაიმე პრობლემა შემექმნება?

- მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ჩარიცხვის მომენტში პროგრამა იყოს აკრედიტებული, რადგან სხვა შემთხვევაში გრანტს ვერ მიიღებთ. ცნობარში მითითებული ინფორმაცია განახლებადია და გარკვეული პერიოდულობით შეგიძლიათ გადაამოწმოთ აკრედიტაციის გახანგრძლივების ვადები ცენტრის ვებგვერდზე. საბოლოო ინფორმაცია, სავარაუდოდ, 10 აგვისტოს გამოქვეყნდება.

- მინიმუმ რამდენი ქულა უნდა ავიღო, რომ გრანტი მოვიპოვო?

- ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შედეგებს აჩვენებენ თქვენი კონკურენტები. 50-60%-იანი ზღვარის გადალახვის შემთხვევაში უკვე შეგვიძლია მინიმალურ დაფინანსებაზე ვიმსჯელოთ.

- მას შემდეგ, რაც შედეგებს გავიგებთ, პროგრამების მხოლოდ დამატება შეგვიძლია თუ წაშლაც?

- რამდენიმე თვის განმავლობაში თქვენ შეგიძლიათ წაშალოთ, დაამატოთ ან გადაანაცვლოთ საგანმანათლებლო პროგრამა. პროგრამების ცვლის, წაშლისა და დამატების შესაძლებლობა აბიტურიენტებს შედეგების გაგების შემდეგაც ექნებათ. ეს პროცესი აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღეს შეწყდება. კონკრეტული რიცხვი გამოქვეყნდება.

- სად უნდა მოიძიოს აბიტურიენტმა, რომელი პროგრამა რა საგანს ითხოვს და გაზრდილია თუ არა ზღვარი რომელიმე მათგანზე?

- ეს ინფორმაცია მითითებულია „ცნობარში აბიტურიენტებისათვის“. ცნობარში მოცემულია ცხრილები, რომლებშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და სწავლის საფასური. მსურველებს შეუძლიათ იხილონ ასევე ინფორმაცია აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზეც.

- ოქროს მედლის გამო რაიმე პრივილეგიით თუ სარგებლობს აბიტურიენტი?

- ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს ყველა აბიტურიენტი თანაბარ პირობებში განიხილება. ჩარიცხვის შემდეგ კი შეგიძლიათ გარკვეული პრივილეგიებით ისარგებლოთ, რადგან ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელს აქვს სტიპენდია გამოყოფილი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი პირებისათვის.

- რეგისტრაცია გავიარე, მაგრამ არ მიჩვენებს რამდენიმე პროგრამას, რომლებიც ცნობარში არის მითითებული...

- „ცნობარში აბიტურიენტებისათვის“ მითითებულ ზოგიერთ პროგრამას აქვს მინაწერი იმის თაობაზე,  რომ მიმდინარეობს წარმოება. ასეთი პროგრამის არჩევას სისტემა არ მოგცემთ მანამ, სანამ წარმოების პროცესი არ დასრულდება.

- თუ აბიტურიენტი 4 აპრილის ჩათვლით ვერ მოასწრებს რეგისტრაციის გავლას, ექნება შანსი, რომ გამონაკლისის სახით ამ ვადის ამოწურვის შემდეგ დარეგისტრირდეს? თუ არა, მაშინ რას გულისხმობს სამეტაპიანი რეგისტრაცია?

- ეს გამორიცხულია. აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი  სამ ეტაპად ტარდება, რაც იმას გულისხმობს, რომ ძირითად ეტაპზე (4 აპრილის 18:00 საათამდე) აბიტურიენტმა უნდა ჩაწეროს სარეგისტრაციო გრაფაში პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი და ჩასაბარებელი საგნები. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს რეგისტრაციის მეორე ეტაპზე (14 აპრილის 18:00 საათამდე) შეეძლებათ, თუმცა ვეღარ შეცვლიან საგამოცდო ქალაქს, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. კონკრეტული რიცხვი დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება.

- სპეციალური პირობის შეცვლა/გაუქმების უფლება როდემდე მაქვს?

- ამ მონიშვნის გაუქმება არ დაგჭირდებათ, რადგან თუ არ წარმოადგენთ ცენტრში ფორმა N100-ს, თქვენთვის სპეციალური პირობების შექმნა გამოცდების დროს არც განიხილება.

- თუ პროგრამა პირველ ადგილას მაქვს მითითებული, მაგრამ უკეთესი ქულები აქვს იმ აბიტურიენტს, რომელსაც ეს პროგრამა მეორე ან მესამე ადგილას უწერია, ვის მიენიჭება უპირატესობა ჩარიცხვის დროს?

- იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს აქვს თქვენზე მაღალი ქულები, მაგრამ არ ეყო პირველ და მეორე ადგილზე ჩასარიცხად, სისტემა პირველ რიგში განიხილავს მაღალქულიანი აბიტურიენტის ჩარიცხვის საკითხს მესამე არჩევანზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს კონკრეტული პროგრამა თქვენ რეიტინგულ სიაში პირველ ადგილას გქონდათ მითითებული. გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ გამოცდებში მონაწილეს ქულა ეყოფა პირველ არჩევანზე ჩასარიცხად, მომდევნო არჩევანზე მისი ჩარიცხვა აღარ განიხილება.

- ვაბარებ მათემატიკასა და ფიზიკას, რომელიმე საგანში ჩაჭრის შემთხვევაში გრანტის მიღების შესაძლებლობა მექნება? 

იმ შემთხვევაში, თუ პროგრამა ითხოვს ორივე სავალდებულო არჩევით საგანს (ფიზიკა ან მათემატიკა), რომელიმე მათგანში ჩაჭრის (ზღვრის ვერგადალახვის) ან გამოცდაზე არგამოცხადების შემთხვევაში, აბიტურიენტი ინარჩუნებს მეორე არჩევითი საგნით გრანტის მიღების შესაძლებლობას.

- საგამოცდო ბარათზე, როგორც ვიცით,დატანილია გამოცდაში მონაწილის ფოტო, საიდან იღებს ცენტრი ამ ფოტოს?

თუ აბიტურიენტი საქართველოს მოქალაქეა, პროგრამას ავტომატურად გამოაქვს ეკრანზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემები (აბიტურიენტის პირადი ინფორმაცია), რის შემდეგაც აპლიკანტს შეუძლია გააგრძელოს რეგისტრაციის პროცესი. 

თუ გამოსაცდელი არ არის საქართველოს მოქალაქე, ან არის ორმაგი მოქალაქეობის მქონე და გამოცდაზე დარეგისტრირდება, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, დამატებით ავსებს სპეციალურ ველებს - უცხო ქვეყნის მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის/პასპორტის სერიასა და ნომერს (პასპორტის სერიის ყველა სიმბოლო, იქნება ეს ციფრები თუ ასოები, ივსება მიყოლებით, სივრცის დატოვების გარეშე).

- დოკუმენტაციის წარდგენის ვადებთან დაკავშირებით მაინტერესებს ინფორმაცია...

სხვადასხვა დოკუმენტის წარდგენის ვადებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მითითებულია ცნობარში აბიტურიენტებისათვის. იხილეთ ბმული.

- რეგისტრაციის რა ეტაპზე ვიხდით თანხას?

- რეგისტრაციის პირველივე ეტაპზე იხდით შესაბამის საფასურს (1 საგანი 10 ლარი). სისტემა ავტომატურად ამოწმებს ინფორმაციას გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის შესახებ, თუ გადახდა არ დადასტურდა, გამოცდებში მონაწილეობის მსურველი ეკრანზე ხედავს შესაბამის შეტყობინებას და ვეღარ ასრულებს რეგისტრაციას.

- 1+4 პროგრამაზე რომ გვესაუბროთ...

ეს გახლავთ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც ჩაბარება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს. აბიტურიენტებს, რომლებიც დარეგისტრირდებიან ამა თუ იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისათვის განსაზღვრულ ადგილებზე, მოუწევთ ჩააბარონ ზოგადი უნარების გამოცდა სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე, ან აფხაზური ენა ან ოსური ენა. ეს აბიტურიენტები სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებენ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, სადაც სწავლა ერთი წელი გრძელდება (60 კრედიტი). ამ პროგრამის დასრულებისა და შესაბამისი სერტიფიკატის მიღების შემდეგ სტუდენტები დამატებითი გამოცდების გარეშე, საკუთარი არჩევნის შესაბამისად, სწავლას გააგრძელებენ იმავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის (4 წელი - 240 კრედიტი), დიპლომირებული სტომატოლოგის (5 წელი - 300 კრედიტი), დიპლომირებული მედიკოსის (6 წელი - 360 კრედიტი), მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო ან ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამით (5 წელი - 300 კრედიტი). ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტი გადადის შემდეგი ეტაპის დასაფინანსებლად.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ლენტეხს ესტუმრა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ლენტეხს სტუმრობს
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ცაგერს სტუმრობს
14 მაისს „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ონის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.
სიახლეები
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ლენტეხს ესტუმრა
საბაზო საფეხურის ხანგრძლივობა იზრდება და სავალდებულო განათლების მიღება 10 წლიანი ხდება - დეტალური ინფორმაცია
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ლენტეხს სტუმრობს
ჩანიშნული შემაჯამებლები და გაკვეთილები უქმდება - ინფორმაცია მასწავლებლებისთვის უქმე დღესთან დაკავშირებით
სკოლებსა და ბაღებში სწავლა შეწყდება - 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
სკოლაში გამართულ მრავალფეროვან ღონისძიებებს შორისაა პირველკლასელთა წარმოდგენა -  „ანბანის გაცილება“, რომელმაც სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა
გარდა ამისა, მათ გერმანულ ენაზე იმღერეს, რამაც საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა
პროექტის ორგანიზატორი და ხელმძვანელი 2009 წლიდან თამარ ივარდავა გახლავთ
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები დააკვირდნენ და შეისწავლეს ნახევარგამტარის გამტარებლობა
საინტერესო
ნეიროქსელი არ უშვებს გრამატიკულ შეცდომებს
გახსოვდეთ, მოსწავლეთა მიღწევებზე პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ არ ხართ - არის რიგი ფაქტორები, რაც მასწავლებლის კონტროლს არ ექვემდებარება


დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა 
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
სიახლეები
საზოგადოება