სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სენაკის N1 სკოლის მესამეკლასელები დადიანების სასახლის საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობდნენ
14-03-2022
-
+


გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები დადიანების სასახლის საგანმანათლებლო პროგრამაში - „გაზაფხული დადიანებში“ მონაწილეობდნენ. ნიჭიერი და მონდომებული მოსწავლეები პედაგოგი კი შორენა ნოდია გახლავთ.

მესამეკლასელები აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის შესახებ საუბრობენ და განცდილ შთაბეჭდილებებს გვიზირებან.

„მიუხედავად ცივი და სუსხიანი ამინდისა მოსწავლეები საკმაოდ შემართებით და მოტივირებულები გავუდექით გზას ზუგდიდისაკენ, რადგან ჩვენი პროექტში მონაწილეობა მივუძღვენით ჩვენ თანატოლ უკრაინელ ბავშვებს.. პროგრამის მიზანი დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის პოპულარიზაცია, ახალგაზრდების დაახლოება ისტორიულ მემკვიდრეობასთან და მათი ჩართვა შემოქმედებით - საგანმანათლებლო აქტივობებში. მოსწავლეებს სასახლის კარიბჭესთან შემოგვეგება გიდი, რომელმაც დაგვათვალიერებინა სასახლის ეზო და შეგვიძღვა მუზეუმში სადაც გაგვაცნო დადიანების უნიკალური კოლექცია. მუზეუმიდან ამაყები, აღფრთოვანებული და ამაღლებული განწყობით გადავედით სასახლის მეორე ნაწილში, სადაც სალექციო ფორმატში მოვისმინეთ ლექცია - „გაზაფხულზე“. პროექტორის დახმარებით კითხვა პასუხის რეჟიმში შევასრულეთ გონებრივი აქტივობები და პროექტის დასკვნით ნაწილში გადავინაცვლეთ პრაქტიკული ნაწილის შესასრულებლად, რომელიც მოიცავდა გონების სავარჯიშო სახალისო  დეტალებს. დაგხვდა თბილი და უსაფრთხო გარემო, სამუშაო მასალა, რომლის საშუალებით ბავშვებმა საკუთარი ფანტაზიით შექმნეს გაზაფხულის სურათები, რომელიც მიუძღვნეს უკრაინელ თანატოლებს და დააფიქსირეს საკუთარი აზრი: „არა! არა! ხალხნო, არა ომს!“, „ჩვენ მშვიდობა გვინდა!“, „მშვიდობა მსოფლიოს ბავშვებს!“, „თავისუფლება უკრაინას!“ და ა.შ. ზღვა ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დატვირთულებს დიდხანს დაგვრჩება ეს დღე ლამაზ მოგონებად ჩვენს სასკოლო ცხოვრებაში. უღრმესი მადლობა პროგრამის ორგანიზატორებს, ჩვენს გიდს და ქოუჩს. თქვენ საუკეთესონი იყავით“, - აღნიშნავენ მადლიერი და აღფრთოვანებული მესამეკლასელები.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება