სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „სხივში“ საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა
09-03-2022
-
+


მარტვილის კერძო სკოლა „სხივში“ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თარიღებს სხვადასხვა საინტერესო თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებს მუდამ აქტიურად უძღვნიან.

ამჯერად, 24 თებერვალს, კერძო სკოლა „სხივში“ საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი სასკოლო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც 25 სკოლა იღებდა მონაწილეობას.

კონფერენცია, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორის, შალვა კირთაძისა და თურქეთში მცხოვრები, წარმოშობით ლაზი - ორჰან ბერიძის მისალმებით გაიხსნა.

ორჰან ბერიძე თავად ასწავლის თურქეთში მცხოვრებ ქართველებს წინაპრების ენას და „ვეფხისტყაოსნის“ და ზოგადად, ქართული კულტურის პოპულარიზაციას ეწევა.

მოსწავლეებმა კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საკუთარი შესრულებული ნაშრომები და სხვადასხვა შემოქმედებითი ნომრები წარუდგინეს.

საბჭოთა ოკუპაციისადმი მიძღვნილი კონფერენცია 2 დღე მიმდინარეობდა. 25 თებერვალს, მარტვილის კერძო სკოლა „სხივის“ მოსწავლეებმა პრეზენტაცია თემაზე - „დღე, რომელიც უნდა გვახსოვდეს!“ წარადგინეს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება