სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გილოცავთ დაბადების დღეს და გისურვებთ, კვლავაც იყოთ პედაგოგთა საიმედო მრჩევლად“-იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის ემოციური მისალოცი წერილი
02-03-2022
-
+


იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლას უამრავი ღირსეული პედაგოგი ჰყავს, რომელთა ღვაწლს სასკოლო საზოგადოება მუდამ აფასებს. საკუთარი პედაგოგებისთვის მნიშვნელოვან თარიღებს სკოლა მასწავლებლებს ყოველთვის განსაკუთრებულად ულოცავს.

სკოლის ორ ღირსეულ პედაგოგს, ციალა ჯაფარიძეს და გულნარა დავიდოვას, რომლებმაც ასპარეზი ახალბედა მასწავლებლებს დაუთმეს სკოლა დაბადების დღეებს ულოცავს. 

„პირველი და ექვსი მარტი ორი დიდებული ქალბატონის - ციალა ჯაფარიძის და გულნარა დავიდოვას დღეა; რა სიმბოლურია რომ გაზაფხულის პირველი დღეები გაინაწილეს. იქნებ ბუნების პირველივე მახარობელი „ლურჯთვალა იაც“ სასწავლო პროცესის მუდმივ თანამგზავრად გაიხადეს. გენიალური წინადადება „აი ია“ ასობით პატარებმა სწორედ მათი რუდუნებით შეისწავლეს. ბედნიერი იყო მათი ცხოვრების ის წლები, რომელიც გოგებაშვილის „დედა-ენის“ შესწავლას მიუძღვნეს. არ არსებობს სფერო, მათი აღზრდილები საპატიო პოსტებს არ იკავებდნენ. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ სწორედ მათი აღზრდილები კვლავ და კვლავ თვით ციალა ჯაფარიძესა და გულნარა დავიდოვას აბარებდნენ თავიანთ შვილებს აღსაზრდელად. პირნათელმა და ვალმოხდილებმა დათმეს პოზიციები და საიმედო ახალბედა პედაგოგებს გადაულოცეს. იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მთელი კოლექტივი გილოცავთ დაბადების დღეს და გისურვებთ კვლავაც იყოთ ჩვენი სამშობლოს პედაგოგთა საიმედო მრჩევლად და იმედად, კონსულტანტად დიდებულო ქალბატონებო!“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება