სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პედაგოგის პროფესია ახალგაზრდა თაობისთვის მიმზიდველია“ - ლენა ბერიძე, ფიროსმანის საჯარო სკოლის დირექტორი
02-03-2022
-
+


განათლებაში მიმდინარე სიახლეებზე წარმატებული სკოლების დირექტორების აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მიზნით etaloni.ge დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლის დირექტორ ლენა ბერიძეს დაუკავშირდა და სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მისი კომპეტენტური აზრი მოისმინა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია და რატომ?

- ჩემი აზრით პედაგოგის პროფესია ახალგაზრდა თაობისთვის მიმზიდველია, რადგან ქვეყნის განათლების პოლიტიკამ შეუქმნა მათ ისეთი პირობები, რომელიც ხელს შეუწყობს პროფესიაში მათ წარმატებას და წახალისებას.

- თქვენი აზრით რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი?

- ჩემი აზრით განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი არის რადგან ბევრი დამსახურებული პედაგოგი გავიდა საპენსიო ასაკში და მათ ადგილას სკოლას ესაჭიროება საგნის სპეციალისტები.

- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება?

- ჩემი აზრით პროფესიული ზრდისთვის კარგია გამოცდები, თუმცა სხვა მეთოდებითაც შეიძლება მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება.

- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ?

- დისტანციური სწავლება, როგორც მოსწავლეებისთვის ისე მასწავლებლებისთვის ძალიან დიდი გამოწვევა იყო. დისტანციური სწავლება საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა. იმაზე მეტი ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე ცოცხალი გაკვეთილი, ასეთ გაკვეთილზე შეგიძლია მარტივად მიხვდე, გაიგო მან თუ არა ახალი საკითხი.

- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ?

- პანდემიამ გვასწავლა ყველაზე უმთავრესი-დავიცვათ საკუთარი და დავიცვათ სხვისი უსაფრთხოება და ჯანმრთელობაც. ახლა უფრო მობილიზებულები ვართ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ - ცნობარი და რეგისტრაციის ვადები ცნობილია

მასწავლებელთა ბოლო საგამოცდო შედეგები გამოქვეყნდა - ისტ-ისა და 6 ენაში ტესტირების ქულები ცნობილია

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მასწავლებლის საგნის კომპეტენცია წარმატებით დაადასტურა ჯგალის თემის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა  

ბანძის საჯარო სკოლა ლიკა ჯახუას ეროვნულ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
ღვითორის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა 50 წლის იუბილე აღინიშნა
გიორგი გაფრინდაშვილის ორმაგი წარმატება - გამარჯვებები, რომლითაც ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ამაყობს
„წარმატება მხოლოდ მაღალი ქულები არ არის, წინ კიდევ ბევრი გამოცდა, შრომა და წარმატება გელოდებათ“ - ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგი აბიტურიენტებს
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება